ძიება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მუზეუმი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
დასვენების დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები
თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3    -    იხილეთ რუქაზე

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დაფუძნდა. ის 1852 წელს თბილისში დაარსებული ”კავკასიის მუზეუმის” სამართალმემკვიდრე და ქვეყნის ხანგრძლივი სამუზეუმო ტრადიციების გამგრძელებელია. მისი დაარსებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სტრუქტურული, ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები დაიწყო.

გაერთიანების შექმნის მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების უდიდესი ნაწილის, მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის თავმოყრა. ეროვნული საგანძურის ეფექტური მართვისთვის მუზეუმმა შემოიღო ერთიანი მართვის სისტემა, ერთიანი სამეცნიერო და საინფორმაციო ბაზა და განსაზღვრა სამუზეუმო პოლიტიკა.

გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების ერთიან ქსელს გააჩნია სამეცნიერო-კვლევითი, სარესტავრაციო-საკონსერვაციო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერდისციპლინარული ფორმა. ეროვნული მუზეუმი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობს საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებებთან, სახელმწიფო და კერძო სექტორთან და ამით უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაყოფიერ საქმიანობას.

ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარება UNESCO-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

დამატებითი ინფორმაცია

  • მდებარეობა: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3
  • სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
  • დასვენების დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები
  • გიდი: გიდის მომსახურება მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
  • ტანსაცმლის და ბარგის შენახვის საშუალება: დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის ბარგის შენახვის უფასო სერვისით და ჩააბარონ: პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი, ქოლგები, სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები, მოტოციკლის მუზარადები, მუსიკალური ინსტრუმენტები ხელჩანთების შეტანა გამოფენებზე დასაშვებია (მაქს. ზომა - A3). სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე. არ ბარდება: ფული, დოკუმენტები, საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ჩეკის წიგნაკებსი, საკრედიტო ბარათები, ძვირფაი ნივთები, ხელჩანთები.
  • ფოტო ვიდეო გადაღება: მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე. ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია. გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე. ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას.
  • ბილეთები: ბილეთების საფასური მოზრდილი 7 ლარი, სტუდენტი 1 ლარი, სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი, პენსიონერი 0.5 ლარი, მუზეუმის მეგობარი - უფასო, ბავშვი 6 წლამდე უფასო. საქართველოს ეროვნული მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველა შშმ დამთვალიერებელთათვის.
  • ტელეფონი: + (995 32) 299 80 22
  • ელ.ფოსტა: info@museum.ge
  • ვებ გვერდი: http://museum.ge
payment methods