ძიება

პოპულარული მუზეუმები & გალერეები

  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • ეროვნული გალერეა

თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)   

მუზეუმი, ისტორიული მუზეუმი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
დასვენების დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები
თბილისი, სიონის ქუჩა 8    -    რუქაზე ჩვენება

იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 1910 წელს დაარსდა, როგორც "ქალაქის მუნიციპალური მუზეუმი". 1943 წელს მას თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ეწოდა და ბინა ისტორიულ შენობაში _ თბილისის ყოფილ ქარვასლაში დაიდო. მუზეუმის ფონდებში 50 000-ზემეტი ექსპონატი ინახება. ისინი ასახავს თბილისის ისტორიას ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, უმდიდრესი ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები. წარსულის ამსახავ მასალასთან ერთად თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგვიდგენს თანამედროვე ხელოვნებასაც. 1986 წლიდან აქ, თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო დარბაზებში, ეწყობა ქართველ და უცხოელ ხელოვანთა გამოფენები.

დამატებითი ინფორმაცია

  • მდებარეობა: თბილისი, სიონის ქუჩა 8
  • სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
  • დასვენების დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები
  • გიდი: გიდის მომსახურება წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
  • ტანსაცმლის და ბარგის შენახვის საშუალება:
  • ფოტო ვიდეო გადაღება:
  • ბილეთები:
  • ტელეფონი: + (995 32) 298 22 81
  • ელ.ფოსტა: info@museum.ge
  • ვებ გვერდი: