სულ: მოიძებნა 107 შეთავაზება

ქალაქი

რეგიონი

ვარსკვლავების რაოდენობა

მომხმარებელთა შეფასება

უძრავი ქონების ტიპი

სტუმართა რაოდენობა
ოთახების რაოდენობა

საძინებლის რაოდენობა
სველი წერტილი

ოთახის პირობები

სასტუმროს / ბინის პირობები

ბიუჯეტი ლარში
100 850

სასტუმრო

სასტუმრო 1700

240 / ერთი ღამე

ბაკურიანი, სამცხე-ჯავახეთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა 17 ა, 1204

სასტუმრო - აღწერილობა

ოჯახთან ერთად გატარებული ყოველი წამი ბედნიერებაა, დაისვენე ბაკურიანში. სიმყუდროვე სიმშვიდე და კომფორტი ის, რაც ბაკურიანში გელის.

არჩევა

კოტეჯი

Mestia Villas

350 / ერთი ღამე

მესტია, სვანეთი, 3200

კოტეჯი - აღწერილობა

Mestia Villas აერთიანებს სამ კოტეჯს. მას ერთდროულად შეუძლია 15 სტუმრის მიღება. კოტეჯებთან ფუნქციონირებს რესტორანი, რომელიც ტრადიციულ ქართულ კერძებს ამზადებს. თუ სტუმარს სურს კვება, ან მიირთმევს რესტორანში, ან მოთხოვნისამებრ, შესაძლებელია ვახშამი შეუკვეთოს კოტეჯში.

არჩევა

საოჯახო სასტუმრო

არაგვისპირის მარანი

150 / ერთი ღამე

დუშეთი, მცხეთა-მთიანეთი, სოფელი არაგვისპირი, 1804

საოჯახო სასტუმრო - აღწერილობა

“არაგვისპირის მარანი” - მცხეთა- მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში მდებარე გასტრონომიული სივრცეა, რომელიც ერთდროულად საოჯახო სასტუმროსა და სამზარეულოს აერთიანებს. „არაგვისპირის მარანი“ ერთ სივრცეში მოქცეული პატარა საქართველოა, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველა უპირატესობა, სიკეთე და მადლია ჩატეული. Აქ მასპინძლებთან ერთად, ისტორიის გამზიარებელი თავად ღვინო და გასტრონომიაა, რომელიც წინასწარ დიდი სიფრთხილითა და რუდუნებითაა შერჩეული. Თავად გამწვანებული მოსასვენებელი გარემოც სტუმრებზეა მორგებული, მათ სიმშვიდესა და სრულ იდელიაში ყოფნას უზრუნველჰყოფს. თითოეული კერძი, ღვინო, მასტერკლასები და ტურები, რასაც მასპინძლები დამსვენებლებს სთავაზობენ, მთავარ იდეას იმეორებს და ქართული ტრადიციების თანამედროვე ხედვას წარმოადგენს. „არაგვისპირის მარნის“ მისია სწორედ ეს არის - ყველა სტუმარს სულ სხვა თვალით გააცნოს, დაამახსოვროს და შეაყვაროს საქართველო! Აქაურობის მთავარი ხიბლიც ხომ იმ ემოციებში, შეგრძნებებსა და განცდებშია, Რომელსაც ყველა დამსვენებელში ტოვებს.

არჩევა

კოტეჯი

RiveRside Racha

220 / ერთი ღამე

ამბროლაური, რაჭა, შუა კრიხი, 0419

კოტეჯი - აღწერილობა

რივერსაიდ რაჭის კოტეჯები, გთავაზობთ კეთილმოწყობილ კოტეჯებს და სივრცეს, სუფთა, კომფორტულ და მოწესრიგებულ გარემოს. აღნიშნეთ ჩვენთან თქვენთვის განსაკუთრებული დღეები და შეიქმენით ბედნიერი მომენტები ჩვენს გარემოში.

არჩევა

კოტეჯი

Landhaus

325 / ერთი ღამე

ბორჯომი, სამცხე-ჯავახეთი, ზემო სადგერი, 1208

კოტეჯი - აღწერილობა

გაატარეთ დაუვიწყარი დღეები ლანდჰაუსში. ჩვენ გთავაზობთ მშვიდ გარემოს, სუფთა ჰაერს და კეთილ მოწყობილ კოტეჯებს.

არჩევა

კოტეჯი

Pyramid Kazbegi

170 / ერთი ღამე

სტეფანწმინდა, მცხეთა-მთიანეთი, ტაბიძის ქუჩა 74, 4700

კოტეჯი - აღწერილობა

დაისვენეთ Pyramid Kazbegi ში ზღვის დონიდან 1800 მეტრზე, მყინვარწვერის და გერგეტის სამების ულამაზეს ხედზე.

არჩევა

სასტუმრო

ვერანდა

300 / ერთი ღამე

გუდაური, მცხეთა-მთიანეთი, ყაზბეგის რაიონი, გუდაურის ცენტრი, 4700

სასტუმრო - აღწერილობა

სასტუმრო ვერანდა განკუთვნილია მოგზაურთათვის, სნოუბორდისტებისთვის და მოთხილამურეებისთვის. სასტუმრო მდებარეობს გუდაურის ცენტრში, სუპერმარკეტთან, აფთიაქთან, საბაგიროსთან და რესტორანთან 800 მეტრის დაშორებით. სტუმრების მაქსიმალური რაოდენობაა 35. ოთახები არის 2x, 3x და 4x ადგილიანი. სასტუმროს აქვს რესტორანი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან საუზმე / ვახშამი, ჩაი და ყავა მთელი დღის განმავლობაში. ცენტრალურ დარბაზში არის გამაგრილებელი ზონა ბარი / პროექტორი / Wi-FI და სამაგიდო თამაშები. არის ტერასა, რომელიც გადაჰყურებს მთებს. ტექნიკის გაქირავება შესაძლებელია ადგილზე. განთავსება $23-დან $55-მდე ერთ ადამიანზე. ფასში შედის ორჯერადი კვება ბუფეტის სისტემით და ტრანსფერი 1 -ლი საბაგიროზე და უკან.

არჩევა

კოტეჯი

Snow Time Cottage

900 / ერთი ღამე

გუდაური, მცხეთა-მთიანეთი, ყაზბეგის რაიონი, გუდაურის ცენტრი, 4702

კოტეჯი - აღწერილობა

ჩვენი ახალ კოტეჯი გუდაურში გათვლილია 12 -დან 16 ადამიანზე. კოტეჯში არის 7 ოთახი, 5 სველი წერტილი, დიდი ოთახი სამზარეულოთი, ბუხრით და ტერასით, რომლიდანაც იშლება საოცარი ხედი მთებზე. კოტეჯი მდებარეობს სუპერმარკეტ "სმარტიდან" 200 მეტრში და 1-ლი საბაგიროდან 400 მეტრში. სახლი ღიაა დასაჯავშნად. ფასი $320-დან $660-მდე დღეში მთელი კოტეჯისთვის. ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ საკვები (საუზმე და ვახშამი ფურშეტი) ადამიანზე 10 დოლარის ფასად.

არჩევა

კოტეჯი

ორი კოტეჯი ტყის პირას ბაკურიანში

350 / ერთი ღამე

ბაკურიანი, სამცხე-ჯავახეთი, ტყის პირას, ამირანის პარკის ტყის უკანა მხარეს

კოტეჯი - აღწერილობა

კოტეჯი გათვალისწინებულია 8 პერსონაზე. კოტეჯში არის სამი საძინებელი, ინდივიდუალური ორი სველი წერტილი და ორი აივანი. პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო, ბუხარი, დივანი, სველი წერტილი, სარეცხის მანქანა. მაგთის ოპტიკური ინტერნეტი და ტელევიზია. კოტეჯი უზრუნველყოფილია ყველა სასჭირო ინვენტარით და ცენტრალური გათბობით.

არჩევა

სასტუმრო

The 10

310 / ერთი ღამე

თბილისი, თბილისი რეგიონი, ზურაბ ჟვანიას ქუჩა 10 (მთაწმინდა)

სასტუმრო - აღწერილობა

სასტუმრო "The 10", რესტორნით, ბარით, ბაღით და უფასო WiFi-ით, მდებარეობს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან 1 კილომეტრის დაშორებით, რუსთაველის თეატრიდან 9 წუთის სავალზე. სასტუმრო "The 10" გთავაზობთ საოჯახო ნომრებს, ნომრის მომსახურებას, კონსიერჟის მომსახურებას და ბარგის შენახვის სერვისს. სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია კონდიციონერით, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორით, საკაბელო არხებით, სამზარეულოთი, სასადილო ოთახით, საკუთარი აბაზანით, ჩუსტებით და თმის საშრობით. ზოგიერთ ოთახს აქვს აივანი ქალაქის ხედით, ზოგი კი გადაჰყურებს ბაღს. თვითოეულ ნომერში არის თეთრეული და პირსახოცები.

არჩევა

სასტუმრო

კომორები

166 / ერთი ღამე

ბაკურიანი, სამცხე-ჯავახეთი, კოხტის ძირი, 1204

სასტუმრო - აღწერილობა

სასტუმრო „კომორები“-ს კარი 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა. ახალი, მყუდრო და თანამედროვე სასტუმრო განთავსებულია ქალაქური ტიპის სოფელ ბაკურიანში, კოხტას მთის ფერდობზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. სასტუმრო „კომორები“ აერთიანებს საშინაო კერის მყუდროებას, კომფორტს და თანამედროვე დიზაინს ერთ სივრცეში. ყველა ნომრიდან ხედი ბაკურიანის მთებზე იშლება. ოთახები აღჭურვილია თბოიზოლაციით, ინდივიდუალური კლიმატკონტროლით, განცალკავებული ტუალეტი-სააბაზანოთი, შხაპის კაბინით, ფენით, პირსახოცით და ხალათით. კომორების ყოველ ნომერში ნახავთ ტელევიზორს სატელიტური ტელევიზიით, უფასო wifi-ს, მაცივარს, მინი ბარს და სეიფს ძვირფასი ნივთების შესანახად. სასტუმრო „კომორები“ თავის სტუმრებს სთავაზობს ხუთი ტიპის ნომერს, ორ რესტორანს, ლობის ზონას ყოველ სართულზე. ასევე თხილამურების, სნოუბორდის, თოვლმავალის და ავტომობილის გაქირავებას. დამწყებ მოთხილამურეებს ან სნოუბორდისტებს შეუძლიათ ინსტრუქტორის მომსახურებით ისარგებლონ, რომლებიც მსურველებს პროფესიონალურ დონეზე შეასწავლიან ზამთრის სპორტის სახეობებს. თავისი ლოკაციის წყალობით, სასტუმრო „კომორები“ სტუმრებს სთავაზობს დატკბენ მთის ხედებით, ბუნების სიმშვიდით და სუფთა ჰაერით. ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება სამთო ტრასების სიახლოვე: სასტუმროდან 300 მეტრის დაშორებით განლაგებულია სხვადასხვა ტიპის ტრასა, როგორც დამწყებთათვის, ისე ზამთრის სპორტის პროფესიონალი მოყვარულებისთვის.

არჩევა

სასტუმრო

სვიანა რეზორტი

288 / ერთი ღამე

თელავი, კახეთი, სოფელი ლეჩური, 2214

სასტუმრო - აღწერილობა

სასტუმრო "სვიანა რეზორტი" - იდეალური ლოკაციაა კახეთში განტვირთვისა და დასვენებისთვის. ჩვენთან გელით ულამაზესი ბუნება, მზიანი დღეები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ჩვენ გთავაზობთ სტანდარტული ტიპის ნომრებს და ასევე კოტეჯებს. ერთ კოტეჯში განთავსება შეუძლია ოთხ ადამიანს, და არის ორი დამოუკიდებელი საძინებელი, კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და შესაძლებლობა გაქვთ თავად მოამზადოთ სასურველი კერძები. კომპლექსი მოიცავს, როგორც კახურ ასევე ევროპულ რესტორანს. სასტუმროს ტერიტორიაზე დაგხვდებათ ორი აუზი, ზრდასრული ადამიანებისთვის და ასევე ბავშვებისთვის. ორივე აუზს აქვს გათბობის სისტემა. ჩვენი სასტუმრო ასევე გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზს ყველა საჭირო ინვენტარით, სპას და საუნას.

არჩევა

კოტეჯი

გალილეო

500 / ერთი ღამე

აბასთუმანი, სამცხე-ჯავახეთი, არაზინდოს ტყე

კოტეჯი - აღწერილობა

კოტეჯი GALILEO მდებარეობს აბასთუმანში, სამანქანო გზიდან ფეხით 5-10 წუთის სავალზე, ტყეში. თითოეული კოტეჯი არის 100 კვ.მ. მეტი და მოიცავს: 4 სტუმარზე გათვლილ 2 საძინებელს, სტუდიოს ტიპის მისაღებს და სამზარეულოს. ტერასას ულამაზესი ხედებით და ღამის ცით (შეგიძლიათ ისარგებლოთ ტელესკოპის მომსახურებით). ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ პროდუქტის და საკვების ადგილზე მიტანის სერვისით. კვირა-ხუთშაბათის ჩათვლით ერთი დღე 500 ლარი; პარასკევი-შაბათის ჩათვლით ერთი დღე 700 ლარი; დაისვენე ჟანგბადით გაჯერებულ ტყის წიაღში, დაივიწყე ქალაქის ხმაური და მოუსმინე ბუნებას.

არჩევა

სასტუმრო

Kazbegi Apartments

150 / ერთი ღამე

სტეფანწმინდა, მცხეთა-მთიანეთი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა 68

სასტუმრო - აღწერილობა

დაისვენეთ ყაზბეგის ულამაზესი ხედების გარემოცვაში! ჩვენს აპარტამენტებში დაგხვდებათ ყველაფერი კომფორტული, მყუდრო და დაუვიწყარი დასვენებისთვის.

არჩევა

კოტეჯი

Bolnisio Resort

188 / ერთი ღამე

ბოლნისი, ქვემო ქართლი, სოფელი რაჭისუბანი, მდ.მაშავერის მახლობლად, 0104

კოტეჯი - აღწერილობა

Bolnisio Resort- ი მდებარეობს თბილისთან ახლოს 65 კმ.მანძილზე ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ,სოფელ რაჭისუბანში მდ.მაშავერის მახლობლად. კომფორტულ კოტეჯებში დასვენებასთან ერთად უძველესი ისტორიის მქონე ადგილების მონახულებას შეძლებთ. ძველი გერმანელთა უბნები და მათი ცხოვრების მრავალწლიანი კვალი , უძველესი ნამოსახლარები, მეგალითურ ციხე-სიმაგრეთა ნაშთები, შუასაუკუნეების ტაძრები. ყველაფერი ეს აუცილებლად სანახავია ბოლნისში.

არჩევა

სასტუმრო

ბორჯომი ვერდე

130 / ერთი ღამე

ბორჯომი, სამცხე-ჯავახეთი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა 32, 1200

სასტუმრო - აღწერილობა

ბუტიკ სასტუმრო " ბორჯომი ვერდე" მდებარეობს ბორჯომში, (ცენტრისგან სამანქანო გზით 3 კმ_ის დაშორებით, ხოლო ფეხით 1 კმ_ის დაშორებით ) ტყის პირას, მშვიდ,ლამაზ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. იშლება ულამაზესი მთის ხედები. განსაკუთრებული ხიბლი სწორედ იმაში მდგომარეობს,რომ ყველაფერი ტერიტორიაზე არის ხელნაკეთი ხის დეტალებით დატვირთული, რომელსაც მეპატრონე აკეთებს. ტერიტორიაზე არის ეზო, პატარა ბიო ბოსტანი , ღია და დახურული ვერანდა, საიდანაც იშლება პანორამული ხედი. სასტუმროს შეუძლია ჯამში უმასპინძლოს 12 სტუმარს.

არჩევა

კოტეჯი

ქოხი სიონში

200 / ერთი ღამე

თიანეთი, მცხეთა-მთიანეთი, სიონის ტბის მარჯვენა სანაპირო, 2507

კოტეჯი - აღწერილობა

ქოხი სიონში გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ულამაზეს ხედებს სიონის ტბაზე და ტყეზე, სუფთა ჰაერს და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. ჩვენთან შეგიძლიათ დაისვენოთ ოჯახთან ერთად აღნიშნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი დაბადების დღე,ნიშნობა ან უბრალოდ გაატაროთ რომანტიული საღამო ტერასაზე ჭიქა ღვინით ხელში საყვარელ ადამიანთან ერთად. კოტეჯში დაგხვდებათ ორადგილიანი დიდი საწოლი, ერთადგილიანი გასაშლელი საწოლი,გაზი,ელექტრო ენერგია, გამათბობელი კარმა. ინდივიდუალური სველი წერტილები,თმის საშრობი, პირსახოცი, თეთრეული, ჰიგიენური ნივთები. ცხელი და ცივი წყალი, სამზარეულო კუთხე - მაცივარი, პატარა გაზქურა, ტოსტერი, ელექტრო მადუღარა და ყველა საჭირო ინვენტარი. კოტეჯში დამატებით დაგხვდებათ ყავა, ჩაი, შაქარი, მარილი, ზეთი და ტკბილეული. გარე ინფრასტრუქტურა იზოლირებულია, ტერასა,ფანჩატური, კოცონის სივრცე,პარკინგი. კოტეჯი გათვალისწინებულია 3 პერსონაზე. მეტი რაოდენობით განთავსების შემთხვევაში მოქმედებს ინდივიდუალური ტარიფი . კოტეჯის გაქირავების დღიური ღირებულებაა 180-260ლარი (ფასი დამოკიდებულია სეზონზე და დღეების რაოდენობაზე )

არჩევა

სასტუმრო

Basa Boutique Hotel

119 / ერთი ღამე

თბილისი, თბილისი რეგიონი, ბროწეულის ქუჩა 25, 0113

სასტუმრო - აღწერილობა

შუა ქალაქში, ხმარუსიგან შორს, თეთრი შენობა ტერასიდან გადმოყურებს თბილისს, დარაბებს მიღმა, ეზოსა და ვერანდებზე კი შენი სტუმრობით ქმნი ბასა ბუტიკ ჰოტელის ისტორიას.

არჩევა

კოტეჯი

დათვიანი - კოტეჯი ზოოლოგიურ პარკში

260 / ერთი ღამე

მცხეთა, მცხეთა-მთიანეთი, ცხვარიჭამია, ჩირაღდნის ქუჩა, 3314

კოტეჯი - აღწერილობა

ჩვენი კოტეჯები ზოოლოგიური პარკის შუაშია, ცხვარიჭამიაში. ეს არის თავშესაფარი დათვების, მგლებისა და ძაღლებისთვის. ვოლიერები უშუალოდ ჩვენი ბაღის გვერდით მდებარეობს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ცხოველებს მთელი დღის განმავლობაში.

არჩევა

კოტეჯი

ლემანორი

280 / ერთი ღამე

ხელვაჩაური, აჭარა, ზედა ჩხუტუნეთი, მაჭახელას ხეობა

კოტეჯი - აღწერილობა

ბათუმიდან სულ რაღაც 35 კილომეტრში, მაჭახლის ხეობის ულამაზეს სოფელ ზედა ჩხუტუნეთში გაიხსნა კარჩხალის მთებში და მოჩუხჩუხე მდინარე მაჭახელას ხმაურში ჩამალული კოტეჯის ტიპის სასტუმრო „LeManor-ლემანორი“. ჩვენი მიზანია სტუმარს შევთავაზოთ კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში დროის გატარება, სადაც შესაძლებელი იქნება არამხოლოდ დასვენება და ქალაქის ხმაურისგან გარიდება, არამედ ლაშქრობებზე წასვლა მაჭახლის ეროვნულ პარკში, კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულება, ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება და სხვადასხვა ტიპის აქტივობები.

არჩევა