საუკეთესო პრაქტიკა
ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ ადამიანებს დაისვენონ, გაერთონ და მოინახულონ საქართველოს საუკეთესო ადგილები, დააგემოვნონ ქართული და არა მხოლოდ ქართული კერძები. ყველაფერი ეს კი მოახერხონ ონლაინ, მარტივად და კომფორტულად.
ამ მიზნის მისაღწევად:
მუხლი 1. შესავალი
1.1. ეს წესები და პირობები, რომელიც შეიძლება დრო და დრო შეიცვლოს, ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, რომელიც სარგებლობს ამ პლატფორმით.
1.2. ამ პლატფორმაზე მოხმარების წესები და პირობები ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, ონლაინ რეჟიმში.
1.3. თუ პირი ისარგებლებს პლატფორმაზე არსებული რაიმე სერვისით, იგულისხმება, რომ ის გაეცნო და ეთანხმება ამ წესებს და პირობებს.
1.4. ეს ვებგვერდი, მისი პროგრამული უზრუნველყოფა და თითოეული გვერდი ეკუთვნის შპს „გილიანი“ -ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 405301686) დამფუძნებლებს.
1.5. მომსახურების საბოლოო მიღება დამოკიდებულია სერვისის მიმღებსა და სერვისის მიმწოდებელს შორის შეთანხმებაზე, წინამდებარე პლატფორმა კი უზრუნველყოფს მათ ონლაინ დაკავშირებას.
1.6. კომპანია არ არის პასუხისმგებელი სერვისის მიწოდებაზე და მის ხარისხზე. ის არ არის სერვისის მიმღებსა და სერვისის მიმწოდებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მხარე. პლატფორმა check24.ge უზრუნველყოფს მხოლოდ მათ დაკავშირებას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
2.1. პლატფორმა - ვებგვერდი www.check24.ge, რომელიც უზრუნველყოფს სერვისის მიმწოდებლის და სერვისის მიმღების დაკავშირებას ონლაინ რეჟიმში.
2.2. პლატფორმის მომსახურება, პლატფორმის სერვის(ებ)ი - მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფილია ამ პლატფორმით.
2.3. მომსახურების / სერვისის მიმწოდებელი, პარტნიორი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სერვისის მიმღებს ამ პლატფორმის საშუალებით სთავაზობს რაიმე მომსახურებას.
2.4. მომსახურების მიმღები, სერვისის მიმღები - პირი, რომელიც პლატფორმის საშუალებით ჯავშნის სასურველ სერვისს.
2.5. მომხმარებელი - სერვისის მიმწოდებელი ან სერვისის მიმღები პირი, რომელიც სარგებლობს პლატფორმის სერვისებით.
2.6. პირი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განმარტებული ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2.7. კომპანია - შპს „გილიანი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405301686; მის.: ქალაქი თბილისი, პეკინის გამზირი, N 6, ბინა 35).
2.8. მომხმარებლის ანგარიში / პროფილი - სისტემის მიერ მომხმარებლისთვის შექმნილი პირადი გვერდი, რომელიც იძლევა პლატფორმის სერვისების დაუბრკოლებლად და სრულყოფილად მოხმარების საშუალებას და რომელიც ხელმისაწვდომია პირის რეგისტრაციის და ავტორიზაციის შემდეგ. პირადი გვერდი შეიცავს მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ინფორმაციას, რომლის შეცვლაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
2.9. რეგისტრაცია - მომხმარებლის მიერ პროფილის შექმნის მიზნით პირადი ან ორგანიზაციის მონაცემების მითითება.
2.10. ავტორიზაცია - მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული ელექტრონული საფოსტოს მისამართისა და პაროლის გამოყენებით პროფილში შესვლა.
2.11. მხარე - სერვისის მიმწოდებელი (პარტნიორი) ან სერვისის მიმღები.
2.12. სატარიფო გეგმა - პარტნიორის მიერ პლატფორმის სარგებლობისთვის დადგენილი გადახდის წესი და პირობები, რომელიც განსაზღვრულია კომპანიის უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
მუხლი 3. მომსახურების სახეები და ფარგლები
3.1. პლატფორმის საშულებით უზრუნველყოფილია სერვისის მიმწოდებლის და სერვისის მიმღების დაკავშირება.
3.2. მომსახურების მისაღებად სერვისის მიმღები პოულობს და ჯავშნის პლატფორმაზე პარტნიორის მიერ განთავსებულ სასურველ სერვისს. მომსახურების საბოლოოდ მიღება კი სერვისის მიმღებსა და პარტნიორს შორის საბოლოო შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
3.3. პლატფორმაზე კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად განთავსებულია ინფორმაცია/მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში დასვენებასა და გართობასთან.
3.4. პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის / მომსახურების გაცნობა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, სერვისების დაჯავშნა კი შესაძლებელია ვებგვერდზე დარეგისტრირებული და ავტორიზებული პირის მიერ.
მუხლი 4. რეგისტრაცია
მომსახურების მისაღებად და განსათავსებლად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია. რეგისტრაციის მოთხოვნას და პირობებს ცალმხრივად ადგენს კომპანია. რეგისტრაციის არქონა გამოიწვევს პლატფორმის სერვისებით სარგებლობის შეუძლებლობას ან შეზღუდვას, რაზეც კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა.
მუხლი 5. ანგარიშსწორების წესი სერვისის მიმღებისთვის
სერვისის მიმღებისთვის პლატფორმის მომსახურება უფასოა. პლატფორმაზე განთავსებული მომსახურების ფასი და პირობები კი განისაზღვრება სერვისის მიმწოდებელსა და სერვისის მიმღებს შორის შეთანხმებით.
მუხლი 6. ანგარიშსწორების წესი პარტნიორისთვის
6.1. პლატფორმის სარგებლობისთვის დადგენილი გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება კომპანიის მიერ, სატარიფო გეგმის სახით.
6.2. სასურველ სატარიფო გეგმას პარტნიორი / სერვისის მიმწოდებელი ირჩევს ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს.
6.3. პლატფორმის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია 3, 6 ან 12 თვით.
6.4. პარტნიორის რეგისტრაციის შემდეგ, მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე იგზავნება შეტყობინება რეგისტაციის წარმატებით დასრულების შესახებ.
6.5. პარტნიორის რეგისტრაციისთანავე, წინა პუნქტში მითითებულ შეტყობინებასთან ერთად, მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე იგზავნება პროგრამის მიერ ავტომატურად შექმნილი უნიკალური კოდი, რომელიც, ასევე, არის პარტნიორის საიდენტიფიკაციო საშუალება.
6.6. პარტნიორის მიერ პლატფორმით სარგებლობისთვის დადგენილი საფასურის გადახდა ხდება სატარიფო გეგმის შესაბამისად უნაღდო ანგარიშსწორების გზით, კომპანიის შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
ბანკის დასახელება: სს თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE67TB7994136080100011
მიმღები - შპს „გილიანი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405301686)
გადახდის დანიშნულება - პარტნიორის უნიკალური კოდი
6.7. პარტნიორი ვალდებულია რეგისტრაციის დასრულებისთანავე გადაიხადოს ვებგვერდის მომსახურების საფასური. თუ ის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით, დააგვიანებს მომსახურების საფასურის გადახდას შუამავლობის ხელშეკრულება გაუქმებულად ჩაითვლება.
6.8. ვებგვერდის მომსახურების საფასურის ყოველი შემდგომი გადახდა უნდა განხორციელდეს სატარიფო გეგმის შესაბამისად, თუ პარტნიორი 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით, დააგვიანებს მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის გადახდას შუამავლობის ხელშეკრულება გაუქმებულად ჩაითვლება.
მუხლი 7. პარტნიორის უფლებები და მოვალეობები
7.1. პარტნიორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განათავსოს ინფორმაცია ვებგვერდზე საკუთარი სერვისების შესახებ, თუ ეს სერვისები შეესაბამება პლატფორმაზე არსებულ კატეგორიებს. სერვისის / შეთავაზების რაოდენობა განისაზღვრება არჩეული პაკეტის მიხედვით.
7.2. პარტნიორი ვალდებულია ვებგვერდზე განათავსოს საკუთარი საიდენტიფიკაციო (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, კომპანიის დასახელება, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი) და საკონტაქტო (ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, ტელეფონი) ინფორმაცია.
7.3. პარტნიორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოახდინოს, მის შესახებ, პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, კომპანიის დასახელება, ქალაქი, რაიონი, ქვეყანა, მისამართი, დაბადების თარიღი, კომპანიის რეგისტრაციის ელ.ფოსტა, ტელეფონი, პაროლი და სხვა) რედაქტირება / შესწორება.
7.4. პარტნიორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოახდინოს პლატფორმაზე განთავსებული საკუთარი სერვისების დამატება / რედაქტირება.
7.5. პარტნიორი ვალდებულია დადგენილი წესით და ვადაში გადაიხადოს პლატფორმით სარგებლობის საფასური (იხ.: ანგარიშსწორების წესი პარტნიორისთვის).
7.6. პარტნიორი პასუხისმგებლობას იღებს მის მიერ განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე და სიზუსტეზე.
7.7. კომპანია არ არის პასუხისმგებელი პარტნიორის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე და სიზუსტეზე.
მუხლი 8. მომსახურების მიმღების უფლებები და მოვალეობები
8.1. მომსახურების მიმღები უფლებამოსილია გაეცნოს ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებულ ყველა ინფორმაციას, მოიძიოს და დაჯავშნოს სასურველი სერვისი.
8.2. მომსახურების მიმღებს პლატფორმით სარგებლობისას არ აქვს არანაირი ფინანსური ვალდებულება კომპანიის მიმართ.
8.3. მომსახურების მიმღები უფლებამოსილია ვებგვერდზე განათავსოს პირადი ინფორმაცია.
8.4. მომსახურების მიმღები პასუხისმგებლობას იღებს მის მიერ მითითებული მონაცემების სისწორეზე და სიზუსტეზე.
8.5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომსახურების მიმღების მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე და სიზუსტეზე.
მუხლი 9. ხელშეკრულების დადება სერვისის მიმღებსა და პარტნიორს შორის
9.1. სერვისის მიმღებსა და პარტნიორს შორის მომსახურების ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ სერვისის მიმღები და პარტნიორი შეთანხმდებიან ხელშეკრულების არსებით პირობებზე.
9.2. ჩაითვლება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, თუ ისინი შეთანხმდებიან მომსახურების სახესა და ფასზე.
9.3. პარტნიორის მიერ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის მოწვევა ოფერტზე, სერვისის მიმღების მიერ სერვისის დაჯავშნა - ოფერტი, ხოლო ამ ოფერტზე პარტნიორის დათანხმება - აქცეპტი.
9.4. მომსახურების ხელშეკრულების მხარეები არიან პარტნიორი და სერვისის მიმღები, ხოლო კომპანია წარმოადგენს შუამავალს.
მუხლი 10. შუამავლობა პარტნიორს და კომპანიას შორის
10.1. წინამდებარე წესები და პირობები იმავდროულად წარმოადგენს საშუამავლო ხელშეკრულებას პარტნიორს და კომპანიას შორის.
10.2. საშუამავლო ხელშეკრულება დადებულად ითვლება პარტნიორის მიერ ვებგვერდზე საკუთარი სარეგისტრაციო ინფორმაციის განთავსებისთანავე, რის შემდეგაც სერვისის მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს შესაბამისი სატარიფო გეგმის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეიძლება ჩაითვალოს გაუქმებულად.
10.3. სატარიფო გეგმის საფასურის გადახდა არ არის დამოკიდებული იმაზე, დაიდება თუ არა მომსახურების ხელშეკრულება სერვისის მიმღებსა და პარტნიორს შორის.
10.4. პარტნიორი არ არის შეზღუდული, საკუთარი სერვისები განათავსოს სხვა მსგავსი ტიპის პლატფორმებზე, ვებგვერდებზე.
მუხლი 11. პასუხისმგებლობის გამორიცხვა
11.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ მოთხოვნებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას პარტნიორს და მომსახურების მიმღებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობისას, რადგან კომპანია არ არის ამ ურთიერთობის მონაწილე.
11.2. კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც შეიძლება დადგეს პარტნიორს და მომსახურების მიმღებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობისას, რადგან კომპანია არ არის ამ ურთიერთობის მონაწილე.
11.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი პარტნიორის მიერ განთავსებული როგორც პირადი ასევე შეთავაზების შესახებ ინფორმაციის სისწორეზე და სიზუსტეზე, სერვისის მიწოდებაზე და მის ხარისხზე.
11.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი სერვისის მიმღების მიერ განთავსებული პირადი ინფორმაციის სისწორეზე და სიზუსტეზე.
მუხლი 12. პლატფორმაზე განთავსებული მომსახურების გაუქმება კომპანიის ინიციატივით
კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ ცალმხრივად გააუქმოს შეთავაზებული სერვისი, თუკი არსებობს ნებისმიერი ერთ-ერთი პირობა:
ა) პარტნიორმა არ მიაწოდა კომპანიას სწორი საკონტაქტო ან / და სხვა ინფორმაცია;
ბ) კომპანიამ ჩათვალა, რომ პარტნიორი მოქმედებს არამართლზომიერად ან უკანონოდ;
გ) კომპანია ჩათვლის, რომ სერვისი არის არაკანონიერი, შეუსაბამო ან / და თაღლითური.
მუხლი 13. პლატფორმაზე არსებული პროფილის გაუქმება კომპანიის ინიციატივით
კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ ცალმხრივად გააუქმოს არსებული პროფილი, თუკი არსებობს ნებისმიერი ერთ-ერთი პირობა:
ა) სერვისის მიმღებმა არ მიაწოდა კომპანიას სწორი საკონტაქტო ან / და სხვა ინფორმაცია;
ბ) კომპანიამ ჩათვალა, რომ სერვისის მიმღები მოქმედებს არამართლზომიერად ან უკანონოდ.
მუხლი 14. ინტელექტუალური საკუთრება
ინტელექტუალური საკუთრების უფლება ამ პლატფორმაზე, მის თითოეულ გვერდზე და პროგრამულ უზრუნველყოფაზე ეკუთვნის კომპანიის დამფუძნებლებს. კომპანიის დამფუძნებლების თანხმობის გარეშე არავის აქვს უფლება, განახორციელოს მისი რეპროდუცირება, კოპირება, კორექტირება, გადაკეთება, გამოქვეყნება, გადაცემა, გავრცელება ან ნებისმიერი მასალის სხვაგვარად კომერციული ან / და არაკომერციული მიზნ(ებ)ისთვის დამუშავება.
მუხლი 15. ფორსმაჟორი
15.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების დროს, თუ ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებებით, რომელთა წინასწარ გათვალისწინებას და თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა შესაბამისი მხარე მიზანშეწონილი ზომების მიღებით და რომელთა დადგომისას მხარეები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, შეესრულებინათ წინამდებარე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები.
15.2. ფორსმაჟორულ გარემოებებს მიეკუთვნება (მაგრამ არ შემოიფარგლება) ბუნებრივი მოვლენები: წყალდიდობა, ქარიშხალი, მიწისძვრა, საომარი მოქმედებები, ომი, გაფიცვა, და სხვა დაუძლეველი ძალა, რაც შეუძლებელს ხდის ვალდებულების შესრულებას.
15.3. ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ამ წესით და პირობებით განსაზღვრული ნებისმიერი ურთიერთობის მონაწილემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყონებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
მუხლი 16. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები
16.1. კომპანია უფლებამოსილია მიიღოს, დაამუშაოს და შეინახოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდა შუამავლობის ხელშეკრულების ფარგლებში.
16.2. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, მკაცრად დაიცვას მეორე მხარისგან მიღებული ფინანსური, კომერციული და სხვა სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ასეთი სახის ინფორმაციის გადაცემა მესამე პირ(ებ)ზე შეიძლება მოხდეს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ამ მუხლის მომდევნო პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.
16.3. ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მხარეთა კონფიდენციალური (მათ შორის პერსონალური მონაცემების) ინფორმაციის გამჟღავნება ან / და გადაცემა შესაძლებელია: საგადასახადო აუდიტის მიზნებისთვის დაქირავებულ კომპანიებზე, იურიდიულ კომპანიებზე, საზედამხედველო ორგანოზე, გარე აუდიტორული და საგადასახადო აუდიტის მიზნებისთვის დაქირავებულ კომპანიებზე, რომლებიც შესაბამისი სერვისის ფარგლებში უფლებამოსილნი იქნებიან მიიღონ, გაეცნონ და შეინახონ სერვისის განხორციელების მიზნით საჭირო ინფორმაცია.
16.4. ნებისმიერი მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ ასეთი მისთვის გახდა ცნობილი ამ პლატფორმის საშუალებით. მიმართოს გონივრულ ქმედებებს იმისთვის, რომ არ მოხდეს მისი გამჟღავნება ან მესამე პირთა წვდომა ასეთი კონფიდენციალური ინფორმაციის და მონაცემების არანაკლებ იმავე დაცვის და სიფრთხილის ხარისხით, რასაც ის ჩვეულებრივ იყენებს საკუთარი კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად. მომხმარებელი კონფიდენციალურ ინფორმაციას შეინახავს უსაფრთხო გარემოში, არ გაამრავლებს, არ გაამჟღავნებს და არ გამოიყენებს მას.
მუხლი 17. ცვლილებები და დამატებები, უპირატესობა
17.1. კომპანია უფლებამოსილია, ერთპიროვნულად, ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე, სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები, მისი ნებისმიერი დანართი, ასევე სატარიფო გეგმა და მომხმარებლის რეგისტრაციის წესის პირობები.
17.2. ზემოაღნიშნული ცვლილებები ან / და დამატებების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ცვლილებების ან / და დამატებების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებით.
17.3. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მომხმარებლისთვის სავალდებულო ხდება 5 (ხუთი) დღის შემდეგ, ამ პერიოდის განმავლობაში თუ მომხმარებელი არ გამოთქვამს რაიმე სახის პრეტენზიას არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ავტომატურად ითვლება, რომ იგი ეთანხმება განახლებულ წესებსა და პირობებს.
მუხლი 18. შეტყობინება და კომუნიკაცია
კომპანია და მომხმარებლები კორესპონდენციის წარმოების ან სხვა კომუნიკაციისას გამოიყენებენ ელექტრონულ მისამართებს.
მუხლი 19. მოქმედი სამართალი
19.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართული სამართლის შესაბამისად და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.
19.2. ურთიერთობა, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ წესით და პირობებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 20. დავის გადაწყვეტის წესი
კომპანიასა და მომხმარებელს შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობისას, დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განახლების თარიღი: 01.05.2019