კონკრეტული ჯავშნის გაუქმება დამოკიდებულია კონკრეტული პარტნიორი კომპანიის პოლიტიკაზე. CHECK24.GE არ არის პასუხისმგებელი მომსახურების მიწოდებაზე და მის ხარისხზე. ის არ არის მომსახურების მიმღებსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მხარე. პლატფორმა CHECK24.GE უზრუნველყოფს მხოლოდ მათ დაკავშირებას.
სასტუმროს ჯავშნის გაუქმების სურვილის შემთხვევაში მომსახურების მიმღებმა დროულად უნდა აცნობოს ამის შესახებ პლატფორმა CHECK24.GE -ს რათა გაუქმების პირობების შესაბამისად მოხდეს მოთხოვნის დამუშავება. მომსახურების მიმღებმა შეტყობინება უნდა გამოაგზავნოს იმ ელ.ფოსტიდან რომელიც მან გამოიყენა პლატფორმა CHECK24.GE -ზე რეგისტრაციის დროს. შეტყობინება უნდა გამოიგზავნოს პლატფორმა CHECK24.GE -ს შემდეგ ელ.ფოსტაზე info.check24.ge@gmail.com და მასში მითითებული უნდა იყოს გასაუქმებელი ჯავშნის ID.
თუ მომსახურების საფასური უკვე გადახდილია, მაგრამ იგი საბოლოოდ არ არის ჯერ დადასტურებული და პარტნიორი კომპანია სთავაზობს ჯავშნის უფასო გაუქმებას, მომსახურების მიმღებს სრულად აუნაზღაურდება გადახდილი თანხა. იმ შემთხვევაში თუ ჯავშნის საფასური გადახდილია და ის არის საბოლოოდ დადასტურებული მაშინ მომსახურების მიმღებს აუნაზღაურდება თანხა ტრანზაქციის დადასტურების და გადარიცხვის საკომისიოების გამოკლებით.
თუ მომსახურების საფასური უკვე გადახდილია და პარტნიორი კომპანია გაუქმების შემთხვევაში იტოვებს ჯავშნის საერთო ღირებულების გარკვეულ პროცენტს, მომსახურების მიმღებს აუნაზღაურდება გადახდილი თანხის დარჩენილი ნაწილი და პლუს ამ თანხას გამოაკლდება ტრანზაქციის დადასტურების და გადარიცხვის საკომისიოები.
პარტნიორი კომპანიის მიერ ჯავშნის გაუქმების განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა ამოქმედდეს ჯარიმის გადახდის წესი პარტნიორის პირობებიდან გამომდინარე.
თუ მომსახურების მიმღების მიერ გადახდილი თანხა საბოლოოდ არის დადასტურებული მაშინ მომსახურების მიმღებისთვის გაუქმებული ჯავშნის საფასურის ანაზღაურების ვადებზე პლატფორმა CHECK24.GE არ არის პასუხისმგებელი.
ჯავშანთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხი რეგულირდება პარტნიორი კომპანიის პირობებით.
ჯავშანი ძალაში შედის მხოლოდ მისი საფასურის სრულად დაფარვის შემდეგ.
მომსახურების მიმღები ვალდებულია დროულად დაფაროს ჯავშნის საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორი კომპანია უფლებას იტოვებს გააუქმოს დადასტურებული ჯავშანი გადაუხდელობის გამო.