ავტორიზაცია
რეგისტრაცია
საუკეთესო პრაქტიკა
ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ ადამიანებს დაისვენონ, გაერთონ და მოინახულონ საქართველოს საუკეთესო ადგილები, დააგემოვნონ ქართული და არა მხოლოდ ქართული კერძები. ყველაფერი ეს კი მოახერხონ ონლაინ, მარტივად და კომფორტულად.
ამ მიზნის მისაღწევად:
მუხლი 1. შესავალი
1.1. ეს წესები და პირობები, რომელიც შეიძლება დრო და დრო შეიცვლოს, ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, რომელიც სარგებლობს ამ პლატფორმით.
1.2. ამ პლატფორმაზე მოხმარების წესები და პირობები ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, ონლაინ რეჟიმში.
1.3. თუ პირი ისარგებლებს პლატფორმაზე არსებული რაიმე სერვისით, იგულისხმება, რომ ის გაეცნო და ეთანხმება ამ წესებს და პირობებს.
1.4. ეს ვებგვერდი, მისი პროგრამული უზრუნველყოფა და თითოეული გვერდი ეკუთვნის შპს „გილიანი“ -ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 405301686) დამფუძნებლებს.
1.5. მომსახურების საბოლოო მიღება დამოკიდებულია სერვისის მიმღებსა და სერვისის მიმწოდებელს შორის შეთანხმებაზე, წინამდებარე პლატფორმა კი უზრუნველყოფს მათ ონლაინ დაკავშირებას.
1.6. კომპანია არ არის პასუხისმგებელი სერვისის მიწოდებაზე და მის ხარისხზე. ის არ არის სერვისის მიმღებსა და სერვისის მიმწოდებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მხარე. პლატფორმა check24.ge უზრუნველყოფს მხოლოდ მათ დაკავშირებას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
2.1. პლატფორმა - ვებგვერდი www.check24.ge, რომელიც უზრუნველყოფს სერვისის მიმწოდებლის და სერვისის მიმღების დაკავშირებას ონლაინ რეჟიმში.
2.2. პლატფორმის მომსახურება, პლატფორმის სერვის(ებ)ი - მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფილია ამ პლატფორმით.
2.3. მომსახურების / სერვისის მიმწოდებელი, პარტნიორი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სერვისის მიმღებს ამ პლატფორმის საშუალებით სთავაზობს რაიმე მომსახურებას.
2.4. მომსახურების მიმღები, სერვისის მიმღები - პირი, რომელიც პლატფორმის საშუალებით ჯავშნის სასურველ სერვისს.
2.5. მომხმარებელი - სერვისის მიმწოდებელი ან სერვისის მიმღები პირი, რომელიც სარგებლობს პლატფორმის სერვისებით.
2.6. პირი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განმარტებული ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2.7. კომპანია - შპს „გილიანი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405301686; მის.: ქალაქი თბილისი, პეკინის გამზირი, N 6, ბინა 35).
2.8. მომხმარებლის ანგარიში / პროფილი - სისტემის მიერ მომხმარებლისთვის შექმნილი პირადი გვერდი, რომელიც იძლევა პლატფორმის სერვისების დაუბრკოლებლად და სრულყოფილად მოხმარების საშუალებას და რომელიც ხელმისაწვდომია პირის რეგისტრაციის და ავტორიზაციის შემდეგ. პირადი გვერდი შეიცავს მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ინფორმაციას, რომლის შეცვლაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
2.9. რეგისტრაცია - მომხმარებლის მიერ პროფილის შექმნის მიზნით პირადი ან ორგანიზაციის მონაცემების მითითება.
2.10. ავტორიზაცია - მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული ელექტრონული საფოსტოს მისამართისა და პაროლის გამოყენებით პროფილში შესვლა.
2.11. სერვისის/მომახურების საფასური - თანხა, რომელსაც მომსახურების მიმღები იხდის სერვისის მიმწოდებლის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული/გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ.
მუხლი 3. მომსახურების სახეები და ფარგლები
3.1. პლატფორმის საშულებით უზრუნველყოფილია სერვისის მიმწოდებლის და სერვისის მიმღების დაკავშირება.
3.2. მომსახურების მისაღებად სერვისის მიმღები პოულობს და ჯავშნის პლატფორმაზე პარტნიორის მიერ განთავსებულ სასურველ სერვისს. მომსახურების საბოლოოდ მიღება კი სერვისის მიმღებსა და პარტნიორს შორის საბოლოო შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
3.3. პლატფორმაზე კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად განთავსებულია ინფორმაცია/მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში დასვენებასა და გართობასთან.
3.4. პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის / მომსახურების გაცნობა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, სერვისების დაჯავშნა კი შესაძლებელია ვებგვერდზე დარეგისტრირებული და ავტორიზებული პირის მიერ.
მუხლი 4. რეგისტრაცია
მომსახურების მისაღებად და განსათავსებლად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია. რეგისტრაციის მოთხოვნას და პირობებს ცალმხრივად ადგენს კომპანია. რეგისტრაციის არქონა გამოიწვევს პლატფორმის სერვისებით სარგებლობის შეუძლებლობას ან შეზღუდვას, რაზეც კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა.
მუხლი 5. ანგარიშსწორების წესი სერვისის მიმღებისთვის
5.1. შეთავაზებული მომსახურების შეძენა ხდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე იქმნება ჯავშანი (ხდება მომსახურების დაჯავშნა), ხოლო მეორე ეტაპზე, პარტნიორი კომპანიის მიერ ჯავშნის დამოწმების შემდეგ (როდესაც ჯავშანს ექნება სტატუსი "დადასტურებული"), შესაძლებელია ჯავშნის ღირებულების გადახდა.
5.2. ჯავშნის საფასურის გადახდისას, როდესაც სერვისის მიმღები დააჭერს ღილაკს "გადახდა", სერვისის მიმღები გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე სადაც შეეძლება საფასურის გადახდა VISA, MASTERCARD ბანკის ბარათით.
მუხლი 6. მომსახურების მიმღების უფლებები
6.1. მომსახურების მიმღები უფლებამოსილია გაეცნოს ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებულ ყველა ინფორმაციას, მოიძიოს და დაჯავშნოს სასურველი სერვისი.
6.2. მომსახურების მიმღებს პლატფორმით სარგებლობისას არ აქვს არანაირი ფინანსური ვალდებულება კომპანიის მიმართ.
6.3. მომსახურების მიმღები უფლებამოსილია ვებგვერდზე განათავსოს პირადი ინფორმაცია.
6.4. მომსახურების მიმღები პასუხისმგებლობას იღებს მის მიერ მითითებული მონაცემების სისწორეზე და სიზუსტეზე.
6.5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომსახურების მიმღების მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე და სიზუსტეზე.
6.6. სასტუმროს ჯავშნის გაუქმების სურვილის შემთხვევაში, მომსახურების მიმღებმა სერვისის მიმწოდებლის მიერ განსაღვრულ ვადაში, ხოლო თუ ასეთი ვადა წინასწარ არ არის განსაზღვრული, დაუყოვნებლივ, უნდა აცნობოს პლატფორმა CHECK24.GE -ს რათა გაუქმების პირობების შესაბამისად, მოხდეს მოთხოვნის დამუშავება. მომსახურების მიმღებმა ჯავშნის გაუქმების შესახებ შეტყობინება უნდა გამოაგზავნოს იმ ელ.ფოსტიდან, რომელიც მან გამოიყენა პლატფორმა CHECK24.GE -ზე რეგისტრაციის დროს. შეტყობინება უნდა გამოიგზავნოს პლატფორმა CHECK24.GE-ს შემდეგ ელ.ფოსტაზე: info.check24.ge@gmail.com და მასში მითითებული უნდა იყოს გასაუქმებელი ჯავშნის ID, მითითებული წესის დაუცველობის შემთხვევაში, ჯავშნის გაუქმების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
6.6.1. თუ მომსახურების საფასური უკვე გადახდილია, მაგრამ იგი საბოლოოდ არ არის ჯერ დადასტურებული და პარტნიორი კომპანიის პირობით შესაძლებელია ჯავშნის უფასო გაუქმება, მომსახურების მიმღებს სრულად აუნაზღაურდება გადახდილი თანხა. იმ შემთხვევაში თუ ჯავშნის საფასური გადახდილია და ის არის საბოლოოდ დადასტურებული პლატფორმა CHECK24.GE -ს მიერ მაშინ მომსახურების მიმღებს აუნაზღაურდება თანხა ტრანზაქციის დადასტურების და გადარიცხვის საკომისიოების გამოკლებით.
6.6.2. თუ მომსახურების საფასური უკვე გადახდილია და პარტნიორი კომპანია გაუქმების შემთხვევაში იტოვებს ჯავშნის საერთო ღირებულების გარკვეულ პროცენტს, მომსახურების მიმღებს უკან დაუბრუნდება დარჩენილი თანხის ნაწილი, ტრანზაქციის დადასტურების და გადარიცხვის საკომისიოების გამოკლებით.
6.6.3. პარტნიორი კომპანიის მიერ ჯავშნის გაუქმების განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა ამოქმედდეს 6.6.2 პუნქტი პარტნიორის პირობებიდან გამომდინარე.
6.6.4. თუ მომსახურების მიმღების მიერ გადახდილი თანხა საბოლოოდ არის დადასტურებული პლატფორმა CHECK24.GE -ს მიერ (სერვისის მიმწოდებელს უკვე მიღებული აქვს მომსახურების საფასური) მაშინ მომსახურების მიმღებისთვის გაუქმებული ჯავშნის საფასურის ანაზღაურების პირობებზე მათ შორის ანაზღაურების ვადებზე პლატფორმა CHECK24.GE არ არის პასუხისმგებელი.
6.6.5. ჯავშანთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხი რეგულირდება პარტნიორი კომპანიის პირობებით.
მუხლი 7. ხელშეკრულების დადება სერვისის მიმღებსა და პარტნიორს შორის
7.1. სერვისის მიმღებსა და პარტნიორს შორის მომსახურების ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ სერვისის მიმღები და პარტნიორი შეთანხმდებიან ხელშეკრულების არსებით პირობებზე.
7.2. ჩაითვლება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, თუ ისინი შეთანხმდებიან მომსახურების სახესა და ფასზე.
7.3. პარტნიორის მიერ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის მოწვევა ოფერტზე, სერვისის მიმღების მიერ სერვისის დაჯავშნა - ოფერტი, ხოლო ამ ოფერტზე პარტნიორის დათანხმება - აქცეპტი.
7.4. მომსახურების ხელშეკრულების მხარეები არიან პარტნიორი და სერვისის მიმღები, ხოლო კომპანია წარმოადგენს შუამავალს.
7.5. ჯავშანი ძალაში შედის მხოლოდ მისი საფასურის სრულად დაფარვის შემდეგ.
7.6. მომსახურების მიმღები ვალდებულია დროულად დაფაროს ჯავშნის საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორი კომპანია უფლებას იტოვებს გააუქმოს დადასტურებული ჯავშანი გადაუხდელობის გამო.
მუხლი 8. პასუხისმგებლობის გამორიცხვა
8.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ მოთხოვნებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას პარტნიორს და მომსახურების მიმღებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობისას, რადგან კომპანია არ არის ამ ურთიერთობის მონაწილე.
8.2. კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც შეიძლება დადგეს პარტნიორს და მომსახურების მიმღებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობისას, რადგან კომპანია არ არის ამ ურთიერთობის მონაწილე.
8.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი პარტნიორის მიერ განთავსებული როგორც პირადი ასევე შეთავაზების შესახებ ინფორმაციის სისწორეზე და სიზუსტეზე, სერვისის მიწოდებაზე და მის ხარისხზე.
8.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი სერვისის მიმღების მიერ განთავსებული პირადი ინფორმაციის სისწორეზე და სიზუსტეზე.
მუხლი 9. პლატფორმაზე არსებული პროფილის გაუქმება კომპანიის ინიციატივით
კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ ცალმხრივად გააუქმოს არსებული პროფილი, თუკი არსებობს ნებისმიერი ერთ-ერთი პირობა:
ა) სერვისის მიმღებმა არ მიაწოდა კომპანიას სწორი საკონტაქტო ან / და სხვა ინფორმაცია;
ბ) კომპანიამ ჩათვალა, რომ სერვისის მიმღები მოქმედებს არამართლზომიერად ან უკანონოდ.
მუხლი 10. ინტელექტუალური საკუთრება
ინტელექტუალური საკუთრების უფლება ამ პლატფორმაზე, მის თითოეულ გვერდზე და პროგრამულ უზრუნველყოფაზე ეკუთვნის კომპანიის დამფუძნებლებს. კომპანიის დამფუძნებლების თანხმობის გარეშე არავის აქვს უფლება, განახორციელოს მისი რეპროდუცირება, კოპირება, კორექტირება, გადაკეთება, გამოქვეყნება, გადაცემა, გავრცელება ან ნებისმიერი მასალის სხვაგვარად კომერციული ან / და არაკომერციული მიზნ(ებ)ისთვის დამუშავება.
მუხლი 11. ფორსმაჟორი
11.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების დროს, თუ ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებებით, რომელთა წინასწარ გათვალისწინებას და თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა შესაბამისი მხარე მიზანშეწონილი ზომების მიღებით და რომელთა დადგომისას მხარეები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, შეესრულებინათ წინამდებარე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები.
11.2. ფორსმაჟორულ გარემოებებს მიეკუთვნება (მაგრამ არ შემოიფარგლება) ბუნებრივი მოვლენები: წყალდიდობა, ქარიშხალი, მიწისძვრა, საომარი მოქმედებები, ომი, გაფიცვა, და სხვა დაუძლეველი ძალა, რაც შეუძლებელს ხდის ვალდებულების შესრულებას.
11.3. ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ამ წესით და პირობებით განაზღვრული ნებისმიერი ურთიერთობის მონაწილემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყონებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
მუხლი 12. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები
12.1. კომპანია უფლებამოსილია მიიღოს, დაამუშაოს და შეინახოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდა შუამავლობის ხელშეკრულების ფარგლებში.
12.2. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, მკაცრად დაიცვას მეორე მხარისგან მიღებული ფინანსური, კომერციული და სხვა სახის ინფორმაციის კონფიდინციალურობა. ასეთი სახის ინფორმაციის გადაცემა მესამე პირ(ებ)ზე შეიძლება მოხდეს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ამ მუხლის მომდევნო პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.
12.3. ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მხარეთა კონფიდენციალური (მათ შორის პერსონალური მონაცემების) ინფორმაციის გამჟღავნება ან / და გადაცემა შესაძლებელია: საგადასახადო აუდიტის მიზნებისთვის დაქირავებულ კომპანიებზე, იურიდიულ კომპანიებზე, საზედამხედველო ორგანოზე, გარე აუდიტორული და საგადასახადო აუდიტის მიზნებისთვის დაქირავებულ კომპანიებზე, რომლებიც შესაბამისი სერვისის ფარგლებში უფლებამოსილნი იქნებიან მიიღონ, გაეცნონ და შეინახონ სერვისის განხორციელების მიზნით საჭირო ინფორმაცია.
12.4. ნებისმიერი მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ ასეთი მისთვის გახდა ცნობილი ამ პლატფორმის საშუალებით. მიმართოს გონივრულ ქმედებებს იმისთვის, რომ არ მოხდეს მისი გამჟღავნება ან მესამე პირთა წვდომა ასეთი კონფიდენციალური ინფორმაციის და მონაცემების არანაკლებ იმავე დაცვის და სიფრთხილის ხარისხით, რასაც ის ჩვეულებრივ იყენებს საკუთარი კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად. მომხმარებელი კონფიდენციალურ ინფორმაციას შეინახავს უსაფრთხო გარემოში, არ გაამრავლებს, არ გაამჟღავნებს და არ გამოიყენებს მას.
მუხლი 13. ცვლილებები და დამატებები, უპირატესობა
13.1. კომპანია უფლებამოსილია, ერთპიროვნულად, ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე, სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები, მისი ნებისმიერი დანართი და ასევე მომხმარებლის რეგისტრაციის წესის პირობები.
13.2. ზემოაღნიშნული ცვლილებები ან / და დამატებების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ცვლილებების ან / და დამატებების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებით.
13.3. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მომხმარებლისთვის სავალდებულო ხდება 5 (ხუთი) დღის შემდეგ, ამ პერიოდის განმავლობაში თუ მომხმარებელი არ გამოთქვამს რაიმე სახის პრეტენზიას არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ავტომატურად ითვლება, რომ იგი ეთანხმება განახლებულ წესებსა და პირობებს.
მუხლი 14. შეტყობინება და კომუნიკაცია
კომპანია და მომხარებლებელი კორესპონდენციის წარმოების ან სხვა კომუნიკაციისას გამოიყენებენ ელექტრონულ მისამართებს.
ასევე პლატფორმის მომხმარებელი (სერვისის მიმღები, სერვისის მიმწოდებელი) თანხმობას აცხადებს კომპანიისგან პერიოდულად მიიღოს საინფორმაციო სახის შეტყობინებები. შეტყობინებები შეიძლება გაიგზავნოს როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით (SMS) ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
მუხლი 15. მოქმედი სამართალი
15.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართული სამართლის შესაბამისად და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.
15.2. ურთიერთობა, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ წესით და პირობებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 16. დავის გადაწყვეტის წესი
კომპანიასა და მომხმარებელს შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობისას, დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განახლების თარიღი: 11.05.2024