საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ ყველის სამშობლოც არის, თუმცა ის ფაქტი, რომ ყველის დამზადების ტრადიციები ათასწლეულებს ითვლის ცოტამ თუ იცის.
სხვა ქვეყნებში ყველის დამზადება 4000 წელს ითვლის, ჩვენში კი 8000 წლის წინანდელი ყველის შესანახი ჭურჭელია შემონახული. შეუძლებელია ზუსტად ითქვას ქართული ყველის რამდენი სახეობა არსებობს, ძალიან ბევრი დაკარგულია, ბევრიც კი ოჯახებშია შემონახული. დღეისთვის ჩვენში მხოლოდ 14 სახეობაა დარეგისტრირებული: დამბალხაჭო, ჩოგი, ტენილი, კალტი, კობი, ჩეჩილი, სულგუნი, გუდის ყველი, თუშური გუდა, ქართული (ქარხნული ) და იმერული ყველი. ტენილი ყველი იუნესკოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშია შეტანილი.