დამბალხაჭო

2019-07-17
ტრადიცია
image

2014 წელს უძველესი ფშავური საკვები პროდუქტის - დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგიას და კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ი. ჯავახიშვილის გადმოცემით, ერწო-თიანეთის მხარეში უხსოვარი დროიდან ამზადებდნენ ხაჭოს, რომელსაც კარგად წურავდნენ, გადაზელდნენ მარილში და ძობანში შეაწყობდნენ საკიდლად. გამოკიდებდნენ ბოლში გასაშრობად. ამის შემდეგ აწყობდნენ მშრალ ქვევრში. თავდახურულ ქვევრში ხაჭო ლბებოდა.  ლბობის პროცესში გარედან ეკიდება "ობი", რომელიც სასარგებლოა და გემრიელიც - ასე მიიღება პროდუქტი სახელად დამბალხაჭო.

ომში ფშაველ მეომრებს საკვებად, გამძლეობისა და სიმსუყის გამო, სწორედ დამბალხაჭო მიჰქონდათ.

ის არის კალცით გაჯერებული, მისი კეთილშობილი ობი შეიცავს დიდი რაოდენობით პენიცილინს. ამავდროულად იგი აკაფსულებს ტუბერკულიოზის ჩხირებს და ხელს უშლის ორგანიზმში ქოლესტერინის დაგროვებას.

payment methods