"აჯიკა" - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

2019-07-10
გასტრონომია
image

აჯიკის წარმოშობა ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად აფხაზ მწყემსებს უკავშირდება. მისი პირველი სახელწოდება “აპირპილ-ჯიკა” ანუ  წიწაკიანი მარილია.

აჯიკას თავდაპირველად ქურდობის თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ. საქონლის მეპატრონეები პირუტყვის საძოვრებზე გაშვებამდე, მწყემსებს ცხოველების გამოსაკვებად მარილს აძლევდნენ. მარილი საქონელს მადას უღვიძებდა, შესაბამისად ისინი მეტ წყალსა და საკვებს მიირთმევდნენ, რაც მათ წონას მატებდა.

იმ დროისათვის, მარილი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტი იყო და დაქირავებული მწყემსები მას ხშირად იპარავდნენ ან თავად იყენებდნენ. საქონლის მეპატრონეებმა ქურდების შესაჩერებლად მარილში ცხარე წიწაკის დამატება დაიწყეს.

თუმცა, წიწაკიანი მარილი მწყემსებისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა და მათ მარილს მთის ბალახი და ნიორი დაამატეს. ასე შეიქმნა აჯიკა, რომელიც მალე მთელი კოლხეთის ტერიტორიაზე გავრცელდა. 2018 წელს კი აფხაზური და მეგრული “აჯიკის” დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

payment methods