საქართველო სავარაუდოდ თაფლის სამშობლოც არის

2019-07-01
საინტერესო
image

ბორჯომში, სოფელ საკირეში 2003 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გაყვანისას ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც მესამე ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. იქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას სამცხე-ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გაძარცვულ სამარხში ორი ჭურჭელი აღმოაჩინა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში განხორციელებული პალინოლოგიური კვლევების შედეგად ელისო ყვავაძემ დაადგინა, რომ ჭურჭელში თაფლი იყო, რომელიც მიცვალებულს ჰქონდა თან ჩატანებული. კვლევებით ასევე დადგინდა ჭურჭელში იმ მრავალფეროვანი მცენარეული მტვერის არსებობაც, რომელიც ამ შემოგარენის მცენარეებს აქვთ.

აქამდე თაფლის უძველეს კერად ეგვიპტე ითვლებოდა, სადაც 3000 წლის წინანდელი თაფლი ფარაონის საფლავში აღმოაჩინეს. საქართველოში გაკეთებული ამ აღმოჩენის შედეგად კი გამოითქვა ვარაუდი, რომ ქართული თაფლი შესაძლოა 5500 წლისაა.

payment methods