სულ: მოიძებნა 212 შეთავაზება

ქალაქი

რეგიონი

ვარსკვლავების რაოდენობა

მომხმარებელთა შეფასება

უძრავი ქონების ტიპი

სტუმართა რაოდენობა
ოთახების რაოდენობა

საძინებლის რაოდენობა
სველი წერტილი

ოთახის პირობები

სასტუმროს / სახლის პირობები

ბიუჯეტი ლარში
100 850

სასტუმრო

ბორჯომი ვერდე

130 / ერთი ღამე

ბორჯომი, სამცხე-ჯავახეთი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა 32, 1200

სასტუმრო - აღწერილობა

ბუტიკ სასტუმრო " ბორჯომი ვერდე" მდებარეობს ბორჯომში, (ცენტრისგან სამანქანო გზით 3 კმ_ის დაშორებით, ხოლო ფეხით 1 კმ_ის დაშორებით ) ტყის პირას, მშვიდ,ლამაზ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. იშლება ულამაზესი მთის ხედები. განსაკუთრებული ხიბლი სწორედ იმაში მდგომარეობს,რომ ყველაფერი ტერიტორიაზე არის ხელნაკეთი ხის დეტალებით დატვირთული, რომელსაც მეპატრონე აკეთებს. ტერიტორიაზე არის ეზო, პატარა ბიო ბოსტანი , ღია და დახურული ვერანდა, საიდანაც იშლება პანორამული ხედი. სასტუმროს შეუძლია ჯამში უმასპინძლოს 12 სტუმარს.

არჩევა

კოტეჯი

ქოხი სიონში

230 / ერთი ღამე

თიანეთი, მცხეთა-მთიანეთი, სიონის ტბის მარჯვენა სანაპირო, 2507

კოტეჯი - აღწერილობა

ქოხი სიონში გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ულამაზეს ხედებს სიონის ტბაზე და ტყეზე, სუფთა ჰაერს და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. ჩვენთან შეგიძლიათ დაისვენოთ ოჯახთან ერთად აღნიშნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი დაბადების დღე,ნიშნობა ან უბრალოდ გაატაროთ რომანტიული საღამო ტერასაზე ჭიქა ღვინით ხელში საყვარელ ადამიანთან ერთად. კოტეჯში დაგხვდებათ ორადგილიანი დიდი საწოლი, ერთადგილიანი გასაშლელი საწოლი,გაზი,ელექტრო ენერგია, გამათბობელი კარმა. ინდივიდუალური სველი წერტილები,თმის საშრობი, პირსახოცი, თეთრეული, ჰიგიენური ნივთები. ცხელი და ცივი წყალი, სამზარეულო კუთხე - მაცივარი, პატარა გაზქურა, ტოსტერი, ელექტრო მადუღარა და ყველა საჭირო ინვენტარი. კოტეჯში დამატებით დაგხვდებათ ყავა, ჩაი, შაქარი, მარილი, ზეთი და ტკბილეული. გარე ინფრასტრუქტურა იზოლირებულია, ტერასა,ფანჩატური, კოცონის სივრცე,პარკინგი. კოტეჯი გათვალისწინებულია 3 პერსონაზე. მეტი რაოდენობით განთავსების შემთხვევაში მოქმედებს ინდივიდუალური ტარიფი . კოტეჯის გაქირავების დღიური ღირებულებაა 180-260ლარი (ფასი დამოკიდებულია სეზონზე და დღეების რაოდენობაზე )

არჩევა

კოტეჯი

DATVIANI - დათვიანი რანჩო

250 / ერთი ღამე

მცხეთა, მცხეთა-მთიანეთი, ცხვარიჭამია

კოტეჯი - აღწერილობა

ჩვენი კოტეჯები ზოოლოგიური პარკის შუაშია, ცხვარიჭამიაში. ეს არის თავშესაფარი დათვების, მგლებისა და ძაღლებისთვის. ვოლიერები უშუალოდ ჩვენი ბაღის გვერდით მდებარეობს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ცხოველებს მთელი დღის განმავლობაში.

არჩევა

კოტეჯი

ლემანორი

280 / ერთი ღამე

ხელვაჩაური, აჭარა, ზედა ჩხუტუნეთი, მაჭახელას ხეობა

კოტეჯი - აღწერილობა

ბათუმიდან სულ რაღაც 35 კილომეტრში, მაჭახლის ხეობის ულამაზეს სოფელ ზედა ჩხუტუნეთში გაიხსნა კარჩხალის მთებში და მოჩუხჩუხე მდინარე მაჭახელას ხმაურში ჩამალული კოტეჯის ტიპის სასტუმრო „LeManor-ლემანორი“. ჩვენი მიზანია სტუმარს შევთავაზოთ კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში დროის გატარება, სადაც შესაძლებელი იქნება არამხოლოდ დასვენება და ქალაქის ხმაურისგან გარიდება, არამედ ლაშქრობებზე წასვლა მაჭახლის ეროვნულ პარკში, კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულება, ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება და სხვადასხვა ტიპის აქტივობები.

არჩევა

კოტეჯი

ინსიონი

140 / ერთი ღამე

თიანეთი, მცხეთა-მთიანეთი, დაბა სიონი (სიონის ტბის პირას), თბილისიდან 60 კმ.-ის დაშორებით

კოტეჯი - აღწერილობა

ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან აშენებული კოტეჯები. კომპლექსში შედის სამი იდენტური კეთილმოწყობილი კოტეჯი და საერთო სივრცე- ფაცხა 15 პერსონაზე. თითოეული კოტეჯი განკუთვნილია ორ ან სამ პერსონაზე, შეიცავს საძინებელსა და სტუდიოს ტიპის სასტუმრო ოთახს, აბაზანასა და აივანს.

არჩევა

სასტუმრო

გალაკტიონის მარანი

130 / ერთი ღამე

თელავი, კახეთი, სოფელი კონდოლი, 2208

სასტუმრო - აღწერილობა

თუ კახეთში ჯერ არ ყოფილხარ, მის გასაცნობად ‘გალაკტიონის მარანი’ იდეალური ადგილია! თქვენ გელოდებათ დიდი ისტორია, თბილი ატმოსფერო და ტრადიციული, ქვევრის ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც ჩვენს მარანში ვამზადებთ. 100%-ით დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ამ რეგიონს, პირველი ნახვის თანავე შეიყვარებთ!

არჩევა

კოტეჯი

სერი

430 / ერთი ღამე

ქედა, აჭარა, კოკოტაური, 6100

კოტეჯი - აღწერილობა

სერი აჭარაში, კოკოტაურის ერთ-ერთ სერზე მდებარე რამდენიმე სახლს აერთიანებს. სერზე ამოსული, თავს მაღალი ქედის ციცაბო კიდეზე, ხშირი და სურნელოვანი ნაძვნარით გარშემორტყმულ გარემოში აღმოაჩენთ. ხის პანორამულ საცხოვრებელთან ერთად, თქვენი დროის სასიამოვნოდ გატარებას ტყის ჯანსაღი ჰაერი, მთის სანახები და სხვა მრავალი საინტერესო მოულოდნელობა განაპირობებს.

არჩევა

კოტეჯი

ყურო

300 / ერთი ღამე

სტეფანწმინდა (ყაზბეგი), მცხეთა-მთიანეთი, ტაბიძის ქუჩა 5, 4700

კოტეჯი - აღწერილობა

წელიწადის ოთხივე სეზონი ჩვენთან გამორჩეულად ლამაზია, დაისვენე, გაატარე საუკეთესო დღეები და დატკბი ულამაზესი ხედებით ყურო კოტეჯებში.

არჩევა

კოტეჯი

ფელუმერ

230 / ერთი ღამე

ქედა, აჭარა, სოფ. დანდალო, ნაკალევი

კოტეჯი - აღწერილობა

გაატარე სასიამოვნო დრო მეგობრებთან ერთად 6 პერსონაზე გათვლილ კოტეჯში - ფელუმერ.

არჩევა

კოტეჯი

ვილაჯიო კოტეჯები

240 / ერთი ღამე

დედოფლისწყარო, კახეთი, სოფელი მირზაანი

კოტეჯი - აღწერილობა

ეს ეკომეგობრული სივრცე თბილისიდან სულ რაღაც 1.5-2 საათის სავალ გზაზეა, ბუნებითაა გარშემოტყმული და დღის ნებისმიერი მონაკვეთი სასიამოვნოა აქ ყოფნა. აქვეა, რესტორანი და ვერანდა, რომლიდანაც შეგიძლიათ ნახოთ თუ, როგორ ნება-ნება იწვერება მზე კავკასიონზე, შემდეგ კი პირდაპირ იმ ვერანდაზე იღვრება, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებულ უგემრიელესი კერძები შეგიძლიათ მიირთვათ.

არჩევა

ვილა

შალე-პანორამა ნიკორწმინდა

570 / ერთი ღამე

ამბროლაური, რაჭა-ლეჩხუმი, სოფელი ნიკორწმინდა

ვილა - აღწერილობა

აქ მზე ალიონზე გესალმება, ქარი კი ნაძვებზე გიმღერებს ზღაპარს.

არჩევა

სასტუმრო

დარჩი

230 / ერთი ღამე

სტეფანწმინდა (ყაზბეგი), მცხეთა-მთიანეთი, ჭავჭავაძის ქუჩა 53

სასტუმრო - აღწერილობა

ამოდი მთაში, გახადე შენი ყაზბეგური მოგზაურობა დაუვიწყარი . კომფორტული სასტუმრო, სიგრილე , ულამაზესი ხედები უგემრიელესი კერძები სასტუმრო ''დარჩი''-ში.

არჩევა

სასტუმრო

მია თელავი

90 / ერთი ღამე

თელავი, კახეთი, 9 აპრილის ქუჩა #5

სასტუმრო - აღწერილობა

სასტუმრო "მია თელავი" მდებარეობს ქ.თელავის ისტორიულ ნაწილში, ერეკლე მეფის სასახლესთან, 9 აპრილის ქ#5. სასტუმრო მოიცავს 12 ნომერს კავკასიონის და ძველი ქალაქის ხედებით, ოთახები გათვლილია ორ ადამიანზე კონდიციონერით, ინდივიდუალური აბაზანით და აივნით,სასტუმროს აქვს მყუდრო ეზო მოსასვენებელი სივრცეებით, ორ ადგილიანი ნომრის ღირებულება შეადგენს 80 ლარს (ღამისთევა) იგივე ნომერში ერთი ადამიანის შესვლის ღირებულება 60 ლარი.

არჩევა

სასტუმრო

ბუტიკ სასტუმრო კვირია

250 / ერთი ღამე

თელავი, კახეთი, იაკობ გოგებაშვილის ქუჩა 51, 0900

სასტუმრო - აღწერილობა

ბუტიკ სასტუმრო „კვირია“, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე გაიხსნა, სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა თელავის ცენტრიდან, სადაც რამდენიმე ისტორიული ღირსშესანიშნაობაა განთავსებული. სასტუმრო გთავაზობთ განსახლების ახალ კონცეფციას, ელეგანტურობას და კომფორტს, რათა დააკმაყოფილოს სტუმრების ფართო სპექტრის მოლოდინი. სასტუმრო გთავაზობთ 14 თანამედროვე და უნიკალური დიზაინის ოთახს საქმიანი და დასასვენებელი მოგზაურთათვის. ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად მივიღოთ 38 სტუმარი. შენობის ექსტერიერისა და მარნის დეკორაციისთვის გამოყენებული ძველი ქართული აგური, სასტუმროს რბილ ფერებთან ერთად, საგულდაგულოდ შერჩეული მუსიკა და ღიმილიანი პერსონალი აუცილებლად გაახარებს ყველას. თქვენ ნახავთ ტრადიციული ქართული დეტალებისა და თანამედროვე სტილის შესანიშნავ შეხამებას. ჩვენ გთავაზობთ ყველა იმ კეთილმოწყობას და მომსახურებას, რასაც ბევრი ბრენდირებული სასტუმრო გვთავაზობს. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ ჩვენთან ერთად გაატაროთ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები.

არჩევა

სასტუმრო

Golden Tulip Borjomi

227 / ერთი ღამე

ბორჯომი, სამცხე-ჯავახეთი, 9 აპრილის ქუჩა 48, 1200

სასტუმრო - აღწერილობა

ეს ისტორიული ძეგლი გადაიქცა თანამედროვე ბუტიკ სასტუმროდ, რომელიც მდებარეობს საქართველოს საუკეთესო კურორტ ბორჯომის ცენტრში. სასტუმრო მდებარეობს პოპულარული ბორჯომის მინერალური წყლის პარკის შესასვლელიდან მხოლოდ 30 მეტრ მანძილზე. სასტუმროს აქვს 17 კეთილმოწყობილი სასტუმრო ოთახი: 2 ლუქსი, 2 ერთადგილიანი და 13 სტანდარტული ორადგილიანი ნომერი. ბორჯომის კურორტი პირდაპირ კავშირშია მინერალურ წყლებთან, რამაც გაზარდა ქალაქის პოპულარობა მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი კარგად არის ცნობილი თავისი ლამაზი ბუნებით, სუფთა ჰაერით და კლიმატით. სასტუმროს შენობა აშენდა 1892 წელს რუსეთში ირანის საელჩოს წარმომადგენლის მირზა-რიზა ხანის მიერ, როგორც სახლი სპა სამკურნალო ელემენტებით. სასტუმროს მომსახურებაში შედის რესტორანი, ლობის ბარი, ბაღის კაფე, ნარდის ოთახი, სპორტული დარბაზი, საუნა, ორთქლი, მასაჟის ოთახი, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ სამკურნალოდაც.

არჩევა

სასტუმრო

არგე

220 / ერთი ღამე

თელავი, კახეთი, რუისპირი, 2200

სასტუმრო - აღწერილობა

ჩვენ გიქმნით იდეალურ გარემოს თქვენი კომფორტული დასვენებისათვის.

არჩევა

სასტუმრო

ბუტიკ-სასტუმრო ლეთო

249 / ერთი ღამე

ზუგდიდი, სამეგრელო, ზვიად გამსახურდიას გამზირი 31, 2100

სასტუმრო - აღწერილობა

ლეთო ბუტიკი სასტუმრო მდებარეობს ზუგდიდში. მას აქვს ბარი, სპა და ველნეს ცენტრი და ტერასა. სხვა ობიექტებში შედის რესტორანი, ბანკომატი, უფასო Wi-Fi . მას აქვს გარე აუზი, ფიტნეს ცენტრი, ღამის კლუბი და 24 – საათიანი წინა ბარი. ლეთო თითოეული ოთახი აღჭურვილია კონდიციონერით,ტელევიზორით, ღუმელით, საწოლით, და ფენით მაგიდასთან. საშხაპე, კერძო აბაზანა ასევე უფასო ტუალეტებით. ის გთავაზობთ ქალაქის ხედს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლეთო -მდე მხოლოდ 85 კილომეტრია.

არჩევა

სასტუმრო

ბლექ სი სთარ

55 / ერთი ღამე

ბათუმი, აჭარა, ზუბალაშვილის ქ. N 17

სასტუმრო - აღწერილობა

სასტუმრო „ბლექ სი სთარ"-ი მდებარეობს ძველი ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, შავი ზღვის სანაპიროსთან. სასტუმროს ადგილმდებაორება უნიკალურია, ირგვლივ მრავალფეროვანი არჩევანია ცნობილი რესტორნებისა და კაფეების. აქვეა კინოთეატრი, ბათუმის დრამატული თეატრი, უძველესი არქიტექტურული ნიმუშები, საკათედრო ტაძარი, უამრავი სავაჭრო თუ გასართობი ობიექტი. „ბლექ სი სთარი"-ი მდებარეობს ბათუმის აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე, ბათუმი ცენტრალი (რკინიგზის სადგურიდან) 3 კმ-ში, შავი ზღვისა და ბულვარიდან კი მხოლოდ 600 მ-ში. ახლად აშენებული სასტუმრო „ბლექ სი სთარი"-ი თავისი მყუდრო და ნათელ ოთახებით, აივნებით, ტერასით, ხედებით ძველ ბათუმზე, გასართობი და მოსასვენებელი ფოიეთი, უახლესი ავეჯით, ულტრა თანამედროვე აპარატურითა და მაღალ კვალიფიცირბული თანამშრომლებით დაუვიწყარ დასვენებას გთავაზობთ

არჩევა

სასტუმრო

კობეს მარანი

220 / ერთი ღამე

თელავი, კახეთი, თელავის რაიონი , სოფელი ართანა 2213

სასტუმრო - აღწერილობა

სასტუმრო 'კობეს მარანი' მდებარეობს კახეთში, ქალაქ თელავიდან 25 კილომეტრში, ულამაზეს სოფელ ართანაში. კავკასიონის ქედიდან დაშვებული მდინარე დიდხევი, რომელიც ცნობილია განსაკუთრებული კალმახით, პირველი სწორედ სოფელ ართანაში ჩამოედინება. სასტუმრო-კომპლექსი 'კობეს მარანი' დაფუძნებულია ნატურალური კონცეფციის იდეაზე. საკვები პროდუქტი რომელიც გამოიყენება სასტუმროს სამზარეულოში წარმოებულია საკუთარ მეურნეობაში და ფერმაში. სასტუმრო კომპლექსი 2020 წლის აგვისტოდან მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ დამსვენებლებს.

არჩევა

საოჯახო სასტუმრო

სასტუმრო პალმა

190 / ერთი ღამე

ბათუმი, აჭარა, ლუკა ასათიანის ქ. 58

საოჯახო სასტუმრო - აღწერილობა

საოჯახო სასტუმრო "პალმა" - თქვენი საოცნებო დასვენების ადგილი! აქ თქვენ გელოდებათ ოჯახური, მყუდრო, კომფორტული ნომრები აივნებით, რომელიც მოგცემთ საშუალებას დილას მზის ამოსვლასთან ერთად შეხვდეთ და მიირთვათ ყავა ან ჩაი. რაც მთავარია, ჩვენს პატარა საოჯახო სასტუმროში სითბო და ყურადღება არ მოგაკლდებათ. ჩვენთან ყველანაირი პირობაა თქვენი და თქვენი ოჯახის სრულყოფილი დასვენებისათვის. ივლის-აგვისტოს სეზონი კი ყველაზე კარგი პერიოდია ბათუმის სილამაზისა და პეიჟაზებით ტკბობისათვის! გახადეთ თქვენი არდადეგები სასიამოვნო და დაუვიწყარი! ჩვენთან სტუმრების მიღება და განთავსება, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ასევე საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი უსაფრთხოების ყველა ნორმისა და სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს

არჩევა

payment methods