აგურის თბილი სახლი, ბუხარი, ფერადი პლედი, რამდენიმე კარგი წიგნი და პოზიტიური მასპინძლები — ეს ყველაფერი თბილისიდან 30 კმ ის დაშორებით, ანტოს სახლში გელოდება.
აგურის თბილი სახლი, ბუხარი, ფერადი პლედი, რამდენიმე კარგი წიგნი და პოზიტიური მასპინძლები — ეს ყველაფერი თბილისიდან 30 კმ ის დაშორებით, ანტოს სახლში გელოდება.
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გორის ცენტრში გორიჯვარის და გორის ციხის ულამაზესი ხედებით
პორტო გუმათი არის გლემპინგ კომპლექსი რიონის ხეობაში; მთაზე დაკიდებული 10 კოტეჯი, საუნა მცირე აუზით; სანაოსნო საშუალებები (ნავები და მოტორიანი ნავი); ღია ტერასა წყლის პირას და დახურული სივრცე კვებისათვის; სადღესასწაულო ცერემონიები; თევზაობა.
Ellis Cottages-ი მდებარეობს სასტუმრო რუმსთან ახლოს,მარჯანიშვილის 1 სულ არის 4 კოტეჯი ყველა იდენტურია, გარდა ორისა, ორს აქვს ჯაკუზი.
თუ ეძებ მყუდრო ადგილს განტვირთვისთვის და ამავდროულად, გსურს ლამაზი ხედით ტკბობა, მაშინ გვეწვიე Kazbegi Inn -ში.
Misty Rocks Kazbegi შედგება 3 კოტეჯისგან, სამივე ერთმანეთის მსგავსია.თითოეულში თავსდება 2+2 სტუმარი. ( საძინებელში ორი და დივანზე ორი ) კოტეჯი აღჭურვილია სამზარეულოთი და ყველა საჭირო ნივთით. გვაქვს პარკინგი, მაყალი.
შეიქმენი შენი ზღაპრული გარემო "გარემოში". გარემო აერთიანებს 4 კოტეჯს, ესენია: სხვანაირა, ხეზე, სხვენი და მწვანე ოთახი.
„მთის კურორტი განთიადი“ მდებარეობს ბორჯომის პარკიდან 11 კილომეტრში, ბაკურიანის მთის ფერდობზე, სოფელ ცემსა და ტბას შორის. განთავსებულია ბუნებრივ ტყეში და მიეკუთვნება საშუალო მთის კლიმატურ კურორტებს. ცემი განთქმულია ჟანგბადით გაჯერებული, განსაკუთრებულად სუფთა ჰაერით, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ორგანიზმის აღდგენით პროცესებს. კურორტი აერთიანებს 70-ნომრიან თანამედროვე სასტუმროსა და 4 ჰექტარ კერძო ტყე-პარკს. სასტუმროს აქვს ღია აუზი, საკონფერენციო დარბაზი, კალათბურთის მოედანი, საბავშვო ოთახი, ლაუნჯ-ბარი და რესტორანი. ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო ზონები და სარეკრეაციო დანიშნულების გასართობი სივრცეები. ეზოში ნახავთ როგორც ბუნებრივი ტყის მასივს, ასევე - ხელოვნურად კულტივირებულ ხეებსა და მცენარეებს. გარემო გათვლილია საოჯახო დასვენებისთვის, საქმიანი და სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის, ტურისტული ჯგუფებისთვის. ცემიდან ადვილად ხელმისაწვდომია სამცხე-ჯავახეთში მდებარე მრავალი საინტერესო ტურისტული მარშრუტი - მათ შორის ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, რაბათის ციხე, მწვანე მონასტერი, აბასთუმანი და სხვა.
ევანსას კოტეჯები მდებარეობს ცხვარიჭამიაში, თბილისიდან 18 კილომეტრის მოშორებით.
აჩხოტში კომფორტული, ლამაზი და კარგი აურის მქონე კოტეჯი ელოდება თავის საყვარელ სტუმრებს.
დატკბით რაჭის განუმეორებელი ბუნებით და კავკასიონის ხედით ჩვენი სახლიდან. დაისვენეთ თბილ, ლამაზ, და კომფორტულ გარემოში თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ჩვენს კოტეჯებში თქვენ დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი და სიყვარულით სავსე გარემო.
ბათუმიდან 10 წუთის გზაზე გელოდებათ ულამაზესი კოტეჯი, სადაც დაგხვდებათ სრული კომფორტი იმისათვის, რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.