სულ: მოიძებნა 104 შეთავაზება

ქალაქი

რეგიონი

ვარსკვლავების რაოდენობა

მომხმარებელთა შეფასება

უძრავი ქონების ტიპი

სტუმართა რაოდენობა
ოთახების რაოდენობა

საძინებლის რაოდენობა
სველი წერტილი

ოთახის პირობები

სასტუმროს / ბინის პირობები

ბიუჯეტი ლარში
100 850

სასტუმრო

კინდლი ბუტიკ სასტუმრო

130 / ერთი ღამე

თბილისი, თბილისი რეგიონი, ი. ჩახრუხაძის ქუჩა 13, 0105

არჩევა

საოჯახო სასტუმრო

შატო ალექსანდროული

400 / ერთი ღამე

წინანდალი, კახეთი, წინანდალი ქუჩა 13 ბინა 14

საოჯახო სასტუმრო - აღწერილობა

გაატარეთ დასვენების დღეები ულამაზეს ბუნებაში, წინანდალში🌲 შატო ალექსანდროულში❤️ ადგილზე დაგხვდებათ 📍სხვადასხვა დასასხდომი ადგილები გაფორმებული ძველი ტრადიციული დეტალებით. 📍 განთავსებული 3 ბუხარი 2 შიდა ტერიტორიაზე და 1 გარე სივრცეში ასევე დაგხვდებათ მაყალი. 📍განათებული და გაფორმებული ეზო სადაც გადაიღებთ ულამაზეს ფოტოებს. 📍 გაქვთ შესაძლებლობა იქირაოთ მთლიანი ტერიტორია და გქონდეთ დახურული ღონისძიება ან რაიმე აღსანიშნავი დღე, წვეულება და ა.შ დაგვიკავშრდით ნომერზე 579 02 02 28 / 568615522 ასევე მოქმედებს აქცია მთლიანი ტერიტორიის აღების შემთხვევაში

არჩევა

საოჯახო სასტუმრო

დუმბო ეკო ქემფი • Dumbo Eco Camp

95 / ერთი ღამე

ოზურგეთი, გურია, შემოქმედი, სოფელი გომი, 3523

საოჯახო სასტუმრო - აღწერილობა

დუმბო ეკო ქემფი არ არის უბრალოდ საბანაკე ზონა, ეს ის ადგილია სადაც ადამიანებს საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვა შეუძლია, ადგილი სადაც სხვადასხვა კულტურის, სქესის, რელიგიის ადამიანები იკრიბებიან და საერთო ენერგიას ქმნიან.Დუმბო ეკო ქემფი არ არის უბრალოდ საბანაკე ზონა, ეს ის ადგილია სადაც ადამიანებს საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვა შეუძლია, ადგილი სადაც სხვადასხვა კულტურის, სქესის, რელიგიის ადამიანები იკრიბებიან და საერთო ენერგიას ქმნიან.

არჩევა

კოტეჯი

კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი

250 / ერთი ღამე

ლაგოდეხი, კახეთი, ხიზაბავრა 2701

კოტეჯი - აღწერილობა

კახეთი კავკასიონით გარშემორტყმული "კურორტი ლაგოდეხი ნაკრძალი" დაცული ტერიტორიების გვერდითა შესასვლელთან მდებარეობს, სოფელ გურგენიანსა და ხიზაბავრასთან. სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რესტორანი ქართულ-ევროპული სამზარეულოთი, გრილ ბარი, 2 აუზი და დაცული ავტოსადგომი.

არჩევა

საოჯახო სასტუმრო

სკიჯის სახლი

160 / ერთი ღამე

ჩოხატაური, გურია, სოფელი ხიდისთავი

საოჯახო სასტუმრო - აღწერილობა

საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლი“ მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. სახლი, რომელშიც განთავსებულია ეს სასტუმრო, თანამედროვე დიზაინითაა გარემონტებული- ტრადიციული, სოფლისთვის დამახასიათებელი ინტერიერითა და ავეჯით. ხუთი საძინებელით, სასადილოებით, ღია აივნებით, სველი წერტილებით. ეზოში გურული „ქუხნა“ შუაცეცხლითა და კეცებით. სახლთან ახლოს (200 მეტრში) ჩამოდის პატარა მდინარე „ლუგუბა“ ბუნებრივი „ჯაკუზით“ ე.წ. - ჭურისწყალა. 400 მეტრში კი მდინარე „გუბაზოულია“, ლამაზი სანაპიროთი და საბანაოებით. ამავე სოფელშია ნოდარ დუმბაძის, მოსე გოგიბერიძის, ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმები; რამდენიმე კილომეტრში კი კურორტები - ნაბეღლავი, ბახმარო, გომის მთა და შავი ზღვის სანაპირო. ასევეა, რამდენიმე ეკლესია-მონასტერი: VI საუკუნის უდაბნოს მამათა მონასტერი; ერკეთის დედათა მონასტერი, გორთაფონის მამათა მონასტერი, სამების ეკლესია და ხიდისთავის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. ტურისტებს ვთავაზობთ საფეხმავლო და კულტურულ ტურებს; თევზაობას; სხვადასხვა საოჯახო საქმიანობაში მონაწილეობას: ტრადიციული კერძების მომზადებას, ღვინის დაყენებას, არყის გამოხდას, ჩირის გაშრობას, ყველის ამოყვანას, ჯანჯუხის ამოვლებას, კეცის ხაჭაპურის გამოცხობას და ა.შ... სასტუმრო ემსახურება მსგავსი სერვისით დაინტერესებულ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს. გვესტუმრეთ "სკიჯის სახლში", ბახმაროს მთის ძირში ჩაფლულ ზღაპრულ სამყაროში, შეიგრძენით ნამდვილი გურული სოფელი გურულ ოჯახში, გურული ამბებით, გემოებით და თავგადასავლებით...

არჩევა

სასტუმრო

სასტუმრო 1700

210 / ერთი ღამე

ბაკურიანი, სამცხე-ჯავახეთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა 17 ა, 1204

სასტუმრო - აღწერილობა

ოჯახთან ერთად გატარებული ყოველი წამი ბედნიერებაა, დაისვენე ბაკურიანში. სიმყუდროვე სიმშვიდე და კომფორტი ის, რაც ბაკურიანში გელის.

არჩევა

კოტეჯი

Mestia Villas

350 / ერთი ღამე

მესტია, სვანეთი, 3200

კოტეჯი - აღწერილობა

Mestia Villas აერთიანებს სამ კოტეჯს. მას ერთდროულად შეუძლია 15 სტუმრის მიღება. კოტეჯებთან ფუნქციონირებს რესტორანი, რომელიც ტრადიციულ ქართულ კერძებს ამზადებს. თუ სტუმარს სურს კვება, ან მიირთმევს რესტორანში, ან მოთხოვნისამებრ, შესაძლებელია ვახშამი შეუკვეთოს კოტეჯში.

არჩევა

საოჯახო სასტუმრო

არაგვისპირის მარანი

170 / ერთი ღამე

დუშეთი, მცხეთა-მთიანეთი, სოფელი არაგვისპირი, 1804

საოჯახო სასტუმრო - აღწერილობა

“არაგვისპირის მარანი” - მცხეთა- მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში მდებარე გასტრონომიული სივრცეა, რომელიც ერთდროულად საოჯახო სასტუმროსა და სამზარეულოს აერთიანებს. „არაგვისპირის მარანი“ ერთ სივრცეში მოქცეული პატარა საქართველოა, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველა უპირატესობა, სიკეთე და მადლია ჩატეული. Აქ მასპინძლებთან ერთად, ისტორიის გამზიარებელი თავად ღვინო და გასტრონომიაა, რომელიც წინასწარ დიდი სიფრთხილითა და რუდუნებითაა შერჩეული. Თავად გამწვანებული მოსასვენებელი გარემოც სტუმრებზეა მორგებული, მათ სიმშვიდესა და სრულ იდელიაში ყოფნას უზრუნველჰყოფს. თითოეული კერძი, ღვინო, მასტერკლასები და ტურები, რასაც მასპინძლები დამსვენებლებს სთავაზობენ, მთავარ იდეას იმეორებს და ქართული ტრადიციების თანამედროვე ხედვას წარმოადგენს. „არაგვისპირის მარნის“ მისია სწორედ ეს არის - ყველა სტუმარს სულ სხვა თვალით გააცნოს, დაამახსოვროს და შეაყვაროს საქართველო! Აქაურობის მთავარი ხიბლიც ხომ იმ ემოციებში, შეგრძნებებსა და განცდებშია, Რომელსაც ყველა დამსვენებელში ტოვებს.

არჩევა

კოტეჯი

Landhaus

325 / ერთი ღამე

ბორჯომი, სამცხე-ჯავახეთი, ზემო სადგერი, 1208

კოტეჯი - აღწერილობა

გაატარეთ დაუვიწყარი დღეები ლანდჰაუსში. ჩვენ გთავაზობთ მშვიდ გარემოს, სუფთა ჰაერს და კეთილ მოწყობილ კოტეჯებს.

არჩევა

კოტეჯი

Pyramid Kazbegi

170 / ერთი ღამე

სტეფანწმინდა (ყაზბეგი), მცხეთა-მთიანეთი, ტაბიძის ქუჩა 74, 4700

კოტეჯი - აღწერილობა

დაისვენეთ Pyramid Kazbegi ში ზღვის დონიდან 1800 მეტრზე, მყინვარწვერის და გერგეტის სამების ულამაზეს ხედზე.

არჩევა

კოტეჯი

კოტეჯი ტყის პირას ბაკურიანში

350 / ერთი ღამე

ბაკურიანი, სამცხე-ჯავახეთი, ტყის პირას, ამირანის პარკის ტყის უკანა მხარეს

კოტეჯი - აღწერილობა

კოტეჯი გათვალისწინებულია 8 პერსონაზე. კოტეჯში არის სამი საძინებელი, ინდივიდუალური ორი სველი წერტილი და ორი აივანი. პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო, ბუხარი, დივანი, სველი წერტილი, სარეცხის მანქანა. მაგთის ოპტიკური ინტერნეტი და ტელევიზია. კოტეჯი უზრუნველყოფილია ყველა სასჭირო ინვენტარით და ცენტრალური გათბობით.

არჩევა

სასტუმრო

The 10

310 / ერთი ღამე

თბილისი, თბილისი რეგიონი, ზურაბ ჟვანიას ქუჩა 10 (მთაწმინდა)

სასტუმრო - აღწერილობა

სასტუმრო "The 10", რესტორნით, ბარით, ბაღით და უფასო WiFi-ით, მდებარეობს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან 1 კილომეტრის დაშორებით, რუსთაველის თეატრიდან 9 წუთის სავალზე. სასტუმრო "The 10" გთავაზობთ საოჯახო ნომრებს, ნომრის მომსახურებას, კონსიერჟის მომსახურებას და ბარგის შენახვის სერვისს. სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია კონდიციონერით, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორით, საკაბელო არხებით, სამზარეულოთი, სასადილო ოთახით, საკუთარი აბაზანით, ჩუსტებით და თმის საშრობით. ზოგიერთ ოთახს აქვს აივანი ქალაქის ხედით, ზოგი კი გადაჰყურებს ბაღს. თვითოეულ ნომერში არის თეთრეული და პირსახოცები.

არჩევა

სასტუმრო

სვიანა რეზორტი

288 / ერთი ღამე

თელავი, კახეთი, სოფელი ლეჩური, 2214

სასტუმრო - აღწერილობა

სასტუმრო "სვიანა რეზორტი" - იდეალური ლოკაციაა კახეთში განტვირთვისა და დასვენებისთვის. ჩვენთან გელით ულამაზესი ბუნება, მზიანი დღეები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ჩვენ გთავაზობთ სტანდარტული ტიპის ნომრებს და ასევე კოტეჯებს. ერთ კოტეჯში განთავსება შეუძლია ოთხ ადამიანს, და არის ორი დამოუკიდებელი საძინებელი, კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და შესაძლებლობა გაქვთ თავად მოამზადოთ სასურველი კერძები. კომპლექსი მოიცავს, როგორც კახურ ასევე ევროპულ რესტორანს. სასტუმროს ტერიტორიაზე დაგხვდებათ ორი აუზი, ზრდასრული ადამიანებისთვის და ასევე ბავშვებისთვის. ორივე აუზს აქვს გათბობის სისტემა. ჩვენი სასტუმრო ასევე გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზს ყველა საჭირო ინვენტარით, სპას და საუნას.

არჩევა

კოტეჯი

გალილეო

500 / ერთი ღამე

აბასთუმანი, სამცხე-ჯავახეთი, არაზინდოს ტყე

კოტეჯი - აღწერილობა

კოტეჯი GALILEO მდებარეობს აბასთუმანში, სამანქანო გზიდან ფეხით 5-10 წუთის სავალზე, ტყეში. თითოეული კოტეჯი არის 100 კვ.მ. მეტი და მოიცავს: 4 სტუმარზე გათვლილ 2 საძინებელს, სტუდიოს ტიპის მისაღებს და სამზარეულოს. ტერასას ულამაზესი ხედებით და ღამის ცით (შეგიძლიათ ისარგებლოთ ტელესკოპის მომსახურებით). ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ პროდუქტის და საკვების ადგილზე მიტანის სერვისით. კვირა-ხუთშაბათის ჩათვლით ერთი დღე 500 ლარი; პარასკევი-შაბათის ჩათვლით ერთი დღე 700 ლარი; დაისვენე ჟანგბადით გაჯერებულ ტყის წიაღში, დაივიწყე ქალაქის ხმაური და მოუსმინე ბუნებას.

არჩევა

კოტეჯი

Bolnisio Resort

165 / ერთი ღამე

ბოლნისი, ქვემო ქართლი, სოფელი რაჭისუბანი, მდ.მაშავერის მახლობლად, 0104

კოტეჯი - აღწერილობა

Bolnisio Resort- ი მდებარეობს თბილისთან ახლოს 65 კმ.მანძილზე ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ,სოფელ რაჭისუბანში მდ.მაშავერის მახლობლად. კომფორტულ კოტეჯებში დასვენებასთან ერთად უძველესი ისტორიის მქონე ადგილების მონახულებას შეძლებთ. ძველი გერმანელთა უბნები და მათი ცხოვრების მრავალწლიანი კვალი , უძველესი ნამოსახლარები, მეგალითურ ციხე-სიმაგრეთა ნაშთები, შუასაუკუნეების ტაძრები. ყველაფერი ეს აუცილებლად სანახავია ბოლნისში.

არჩევა

სასტუმრო

ბორჯომი ვერდე

130 / ერთი ღამე

ბორჯომი, სამცხე-ჯავახეთი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა 32, 1200

სასტუმრო - აღწერილობა

ბუტიკ სასტუმრო " ბორჯომი ვერდე" მდებარეობს ბორჯომში, (ცენტრისგან სამანქანო გზით 3 კმ_ის დაშორებით, ხოლო ფეხით 1 კმ_ის დაშორებით ) ტყის პირას, მშვიდ,ლამაზ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. იშლება ულამაზესი მთის ხედები. განსაკუთრებული ხიბლი სწორედ იმაში მდგომარეობს,რომ ყველაფერი ტერიტორიაზე არის ხელნაკეთი ხის დეტალებით დატვირთული, რომელსაც მეპატრონე აკეთებს. ტერიტორიაზე არის ეზო, პატარა ბიო ბოსტანი , ღია და დახურული ვერანდა, საიდანაც იშლება პანორამული ხედი. სასტუმროს შეუძლია ჯამში უმასპინძლოს 12 სტუმარს.

არჩევა

კოტეჯი

ქოხი სიონში

230 / ერთი ღამე

თიანეთი, მცხეთა-მთიანეთი, სიონის ტბის მარჯვენა სანაპირო, 2507

კოტეჯი - აღწერილობა

ქოხი სიონში გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ულამაზეს ხედებს სიონის ტბაზე და ტყეზე, სუფთა ჰაერს და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. ჩვენთან შეგიძლიათ დაისვენოთ ოჯახთან ერთად აღნიშნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი დაბადების დღე,ნიშნობა ან უბრალოდ გაატაროთ რომანტიული საღამო ტერასაზე ჭიქა ღვინით ხელში საყვარელ ადამიანთან ერთად. კოტეჯში დაგხვდებათ ორადგილიანი დიდი საწოლი, ერთადგილიანი გასაშლელი საწოლი,გაზი,ელექტრო ენერგია, გამათბობელი კარმა. ინდივიდუალური სველი წერტილები,თმის საშრობი, პირსახოცი, თეთრეული, ჰიგიენური ნივთები. ცხელი და ცივი წყალი, სამზარეულო კუთხე - მაცივარი, პატარა გაზქურა, ტოსტერი, ელექტრო მადუღარა და ყველა საჭირო ინვენტარი. კოტეჯში დამატებით დაგხვდებათ ყავა, ჩაი, შაქარი, მარილი, ზეთი და ტკბილეული. გარე ინფრასტრუქტურა იზოლირებულია, ტერასა,ფანჩატური, კოცონის სივრცე,პარკინგი. კოტეჯი გათვალისწინებულია 3 პერსონაზე. მეტი რაოდენობით განთავსების შემთხვევაში მოქმედებს ინდივიდუალური ტარიფი . კოტეჯის გაქირავების დღიური ღირებულებაა 180-260ლარი (ფასი დამოკიდებულია სეზონზე და დღეების რაოდენობაზე )

არჩევა

კოტეჯი

DATVIANI - დათვიანი რანჩო

250 / ერთი ღამე

მცხეთა, მცხეთა-მთიანეთი, ცხვარიჭამია

კოტეჯი - აღწერილობა

ჩვენი კოტეჯები ზოოლოგიური პარკის შუაშია, ცხვარიჭამიაში. ეს არის თავშესაფარი დათვების, მგლებისა და ძაღლებისთვის. ვოლიერები უშუალოდ ჩვენი ბაღის გვერდით მდებარეობს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ცხოველებს მთელი დღის განმავლობაში.

არჩევა

კოტეჯი

ინსიონი

140 / ერთი ღამე

თიანეთი, მცხეთა-მთიანეთი, დაბა სიონი (სიონის ტბის პირას), თბილისიდან 60 კმ.-ის დაშორებით

კოტეჯი - აღწერილობა

ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან აშენებული კოტეჯები. კომპლექსში შედის სამი იდენტური კეთილმოწყობილი კოტეჯი და საერთო სივრცე- ფაცხა 15 პერსონაზე. თითოეული კოტეჯი განკუთვნილია ორ ან სამ პერსონაზე, შეიცავს საძინებელსა და სტუდიოს ტიპის სასტუმრო ოთახს, აბაზანასა და აივანს.

არჩევა

სასტუმრო

გალაკტიონის მარანი

130 / ერთი ღამე

თელავი, კახეთი, სოფელი კონდოლი, 2208

სასტუმრო - აღწერილობა

თუ კახეთში ჯერ არ ყოფილხარ, მის გასაცნობად ‘გალაკტიონის მარანი’ იდეალური ადგილია! თქვენ გელოდებათ დიდი ისტორია, თბილი ატმოსფერო და ტრადიციული, ქვევრის ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც ჩვენს მარანში ვამზადებთ. 100%-ით დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ამ რეგიონს, პირველი ნახვის თანავე შეიყვარებთ!

არჩევა

payment methods