ძიება

პოპულარული მუზეუმები & გალერეები

  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • ეროვნული გალერეა

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი   

მუზეუმი, მუზეუმ ნაკრძალი, არქეოლოგიური მუზეუმი
სამუშაო საათები: 11:00 - 17:00
დასვენების დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები
დმანისი, დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი    -    რუქაზე ჩვენება

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი თბილისიდან 85 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ეს არის უნიკალური ადგილი საოცარი აღმოჩენებით, რომლებიც ცვლის კაცობრიობის ისტორიას და ჩვენს შეხედულებას ადამიანის ევოლუციის შესახებ. დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა განამარხებული ნაშთები და ქვის იარაღები დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდების ამდენი ნაშთი ერთ შრეში არ აღმოჩენილა. დმანისის ძეგლის კვლევების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია და სრულიად შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ. შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებსა და არქეოლოგიურ ველთან ერთად დამთვალიერებლებს შეუძლიათ გიდის თანხლებით ესტუმრონ შუა საუკუნეების შესანიშნავ ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას. დმანისის მუზეუმში დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა დააკვირდეს მეცნიერთა არქეოლოგიურ სამუშაოებსაც, გახდეს ახალი აღმოჩენების თანამონაწილე და მიიღოს უახლესი ინფორმაცია მეცნიერული აღმოჩენის შესახებ. 2009 წლის ოქტომბერში დმანისში გაიხსნა საველე-არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს უშუალოდ მიადევნოს თვალი არქეოლოგების მუშაობის პროცესს.

დამატებითი ინფორმაცია

  • მდებარეობა: დმანისი, დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
  • სამუშაო საათები: 11:00 - 17:00
  • დასვენების დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები
  • გიდი: სასკოლო ჯგუფი 10 ლარი; გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 25 ლარი; გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) 45 ლარი; გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) 60 ლარი; ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით 200 ლარი;
  • ტანსაცმლის და ბარგის შენახვის საშუალება:
  • ფოტო ვიდეო გადაღება:
  • ბილეთები: მოზრდილი 3 ლარი; სტუდენტი 1 ლარი; სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი; პენსიონერი 0.5 ლარი; მუზეუმის მეგობარი - გაწევრიანდით უფასო; ბავშვი 6 წლამდე უფასო;
  • ტელეფონი: + (995 32) 299 80 22
  • ელ.ფოსტა: info@museum.ge
  • ვებ გვერდი: