სულ: მოიძებნა 2 შეთავაზება

რესტორანი

რესტორანი ვარძია რეზორტი

ვარძია 0500, ასპინძის რაიონი, ასპინძა, სამცხე-ჯავახეთი
10:00 - 23:00
სამზარეულო: ქართული, შერეული

ვარძიარეზორტის რესტორანი დამსვენებელს ქართულ-ევროპული კერძების ფართო არჩევანს თავაზობს. მისი მთავარი იდეაა მესხური კულტურისა და ტრადიციების...

მენიუს ნახვა

სასტუმრო

ვარძია რეზორტი

324 / ერთი ღამე

ასპინძა, სამცხე-ჯავახეთი, ვარძია 0500, ასპინძის რაიონი

სასტუმრო - აღწერილობა

მუდმივად ღია ჭიშკარში ფეხს შემოდგამთ თუ არა, მაშინვე მოხვდებით დროის გვირაბში, რომელსაც თანამედროვე კომფორტის თანხლებით, უძველეს მესხურ ტრადიციებსა და კულტურასთან მიყავხართ. აქ თქვენ დაგხვდებათ უძველესი გამოქვაბულები, მონასტერი, ჩანჩქერი, ტერასები და აუზები, სპა, კომფორტული ოთახები, ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები და შთამბეჭდავი ხედი ვარძიის კომპლექსზე. ეს იმ ყველაფრის არასრული ჩამონათვალია, რაც ერთიანობაში ისტორიასთან, კულტურასთან, ტრადიციებსა და ქართულ ადათ-წესებთან სიახლოვეს გიქმნით. აქ ყველაფერია საიმისოდ, რომ მოწყდეთ ცხოვრების ყოველდღიურობას და სასიამოვნოდ განიტვირთოთ. ვარძიარეზორტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიითა და ტრადიციებით გამორჩეულ მხარეში – სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ეს ნაწილი ჩვენი ქვეყნის განვითარების ყოველ ეტაპზე უდიდეს როლს თამაშობდა საქართველოს ისეთად ჩამოყალიბებაში, როგორიც ის დღეს არის. ვარძია ერთადერთი ძეგლი არაა, რომლითაც საქართველოს ეს მხარე თავს იწონებს. ირგვლივ უამრავი კულტურული თუ არაკულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შევხვდებით, ხერთვისის ციხის, ვანის ქვაბების, თმოგვის ციხის და სხვათა სახით. ვარძიარეზორტის ტერიტორიაზე ყველაფერია იმისთვის, რომ თავი ყოველდღიურობისგან იზოლირებულ სამყაროში იგრძნოთ. აღდგენილი უძველესი ტერასები, ხეხილის ბაღები, აუზები, ჩანჩქერები, სათამაშო სპორტული მოედანი და შთამბეჭდავი ხედი კლდეში ნაკვეთ ქალაქ – ვარძიაზე. აქვე შეძლებთ თავად დაამზადოთ და დააგემოვნოთ ტრადიციული მესხური კერძები და დაესწროთ ღვინის დეგუსტაციასა და სხვადასხვა კულინარიულ მასტერ-კლასებს.მუდმივად ღია ჭიშკარში ფეხს შემოდგამთ თუ არა, მაშინვე მოხვდებით დროის გვირაბში, რომელსაც თანამედროვე კომფორტის თანხლებით, უძველეს მესხურ ტრადიციებსა და კულტურასთან მიყავხართ. აქ თქვენ დაგხვდებათ უძველესი გამოქვაბულები, მონასტერი, ჩანჩქერი, ტერასები და აუზები, სპა, კომფორტული ოთახები, ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები და შთამბეჭდავი ხედი ვარძიის კომპლექსზე. ეს იმ ყველაფრის არასრული ჩამონათვალია, რაც ერთიანობაში ისტორიასთან, კულტურასთან, ტრადიციებსა და ქართულ ადათ-წესებთან სიახლოვეს გიქმნით. აქ ყველაფერია საიმისოდ, რომ მოწყდეთ ცხოვრების ყოველდღიურობას და სასიამოვნოდ განიტვირთოთ. ვარძიარეზორტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიითა და ტრადიციებით გამორჩეულ მხარეში – სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ეს ნაწილი ჩვენი ქვეყნის განვითარების ყოველ ეტაპზე უდიდეს როლს თამაშობდა საქართველოს ისეთად ჩამოყალიბებაში, როგორიც ის დღეს არის. ვარძია ერთადერთი ძეგლი არაა, რომლითაც საქართველოს ეს მხარე თავს იწონებს. ირგვლივ უამრავი კულტურული თუ არაკულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შევხვდებით, ხერთვისის ციხის, ვანის ქვაბების, თმოგვის ციხის და სხვათა სახით. ვარძიარეზორტის ტერიტორიაზე ყველაფერია იმისთვის, რომ თავი ყოველდღიურობისგან იზოლირებულ სამყაროში იგრძნოთ. აღდგენილი უძველესი ტერასები, ხეხილის ბაღები, აუზები, ჩანჩქერები, სათამაშო სპორტული მოედანი და შთამბეჭდავი ხედი კლდეში ნაკვეთ ქალაქ – ვარძიაზე. აქვე შეძლებთ თავად დაამზადოთ და დააგემოვნოთ ტრადიციული მესხური კერძები და დაესწროთ ღვინის დეგუსტაციასა და სხვადასხვა კულინარიულ მასტერ-კლასებს.

არჩევა

payment methods