სასტუმრო GoodAura მდებარეობს სათხილამურო კურორტ გუდაურის ცენტრში (პირველი საბაგიროდან 10 წუთის სავალზე, 650 მეტრი) ოთხსართულიანი სასტუმრო გაიხსნა 2013 წლის ოქტომბერში. GoodAura გამოირჩევა საოცარი პერსპექტივით და უზარმაზარი პანორამული ფანჯრებით. სასიამოვნო გარემო და თანამედროვე დიზაინი უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და დასვენებას. უახლოესი აფთიაქის, საავადმყოფოს, SPAR სუპერმარკეტის, ბანკომატების მდებარეობა 250 მეტრია. ფასში შედის ტრანსფერი საბაგიროზე და უკან. სასტუმროს აქვს 14 ნომერი და იტევს 36 ადამიანს. არის სპა საუნით, ორთქლის ოთახით, ჯაკუზით და საცურაო აუზით. GoodAura-ს ასევე აქვს ცალკე ბილიარდის და ბუხრის ოთახი.