სასტუმრო Villa Lapa მდებარეობს წყნარ, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, თელავის რ/ნი. სოფ. ვარდისუბანში შუამთასთან ახლოს, ქ. თელავის ცენტრიდან ავტომანქანით 5 წუთის სავალზე. სასტუმროს ყველა ნომერს აქვს აივანი, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები კავკასიონის მწვერვალებზე, ალაზნის ველზე, შუამთის კანიონსა და ტყეზე. კეთილმოწყობილი ნომრებისა და მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა სასტუმრო გთავაზობთ დამატებით სერვისებს: ღია აუზი, საუნა, ბარი, 2 დიდი ვერანდა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების (ქორწილის, დაბადების დღის, კორპორატიული წვეულებების და ა.შ) ჩატარება. კვირაში ერთი დღე (ხუთშაბათი) სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დატკბნენ ცნობილი პიანისტის მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკით.