სასტუმრო "სეროდანი" მდებარეობს კახეთში, კონკრეტულად, თელავის მუნიციპალიტეტ სოფელ შალაურში. თელავიდან ორი-სამი კილომეტრის დაშორებით. სასტუმრო განთავსებულია ულამაზეს ლანდშაფტზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის არაჩვეულებრივი ხედით. ტერიტორიაზე განთავსებულია 6 კოტეჯური ტიპის შენობა. შენობები აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით. არსებული 6 კოტეჯიდან, 4 კოტეჯი 4 პერსონაზეა გათვლილი. 2 კოტეჯი გათვლილია ორ პერსონაზე. ჯამურად სტანდარტული საწოლების გათვალისწინებით, შესაძლებელია განთავსდეს 20 პერსონა.