ეკო სოფელი ტყეში, ველურ ბუნებაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩვენთან მოსვლა სოფელ გურგენიანის მხრიდან შეგიძლიათ. ადგილზე განთავსებულია 10 ულამაზესი ეკო კოტეჯი, სადაც ერთდროულად შესაძლებელია 30 დამსვენებლის განთავსება. სპა - ცხელი ჯაკუზი,ფინური და ორთქლის საუნები თქვენს დასვენებას დაუვიწყარ მოგონებებად აქცევს! რესტორანი უგემრიელეს, ნატურალურ, სახლურად დამზადებულ კერძებს გთავაზობთ. ეკოლოგიურად სუფთა სოფელი, საუკეთესო გამოსავალია ბუნების წიაღში განსატვირთად. ეს არის ადგილი, სადაც თქვენს თვალწინ იშლება ნინოსხევის ულამაზესი ხედები და აღმოჩნდებით წიფლისა და რცხილას ტყეში, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება. გვესტუმრე, შეიგრძენი ველური ბუნების თავისებურებები! აღმოაჩინე ლაგოდეხი!