სულ: მოიძებნა 3 შეთავაზება

რესტორანი, ღვინის მარანი

შატო დავითიანი

სოფელი შილდა, 4811, ყვარელი, კახეთი
10:00 - 22:00
სამზარეულო: ქართული, ევროპული

შატო დავითიანის რესტორანი წარმოდგენილია ქართული და ევროპული სამზარეულოებით და მზად არის კერძების დიდი არჩევანი შემოგთავაზოთ....

მენიუს ნახვა

image
ღია აუზი

შატო დავითიანი

იხილეთ რუქაზე
მისამართი: სოფელი შილდა, 4811, ყვარელი
სამუშაო საათები: 10:00 - 22:00
აბონემენტის 1 თვის საფასური: 0 -დან
დასვენების დღეები: დასვენების გარეშე
ტელეფონი: +995 511135155
ელ.ფოსტა: info.davitianiwinery@gmail.com
ვებ გვერდი: https://chateaudavitiani.com

სრული აღწერილობა

ერთჯერადი ვიზიტის საფასური: 50 -დან
აუზების რაოდენობა: 1
icon შეზლონგი: კი
საშხაპე: კი
ნივთების შესანახი: კი

სასტუმრო

შატო დავითიანი

250 / ერთი ღამე

ყვარელი, კახეთი, სოფელი შილდა, 4811

სასტუმრო - აღწერილობა

შატო დავითიანი მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში, გუნაშაურის ველზე. მისი უნიკალურობა მდგომარეობს მის არქიტექტურასა და მდებარეობაში. სასტუმრო გარშემორტყმულია ვენახით, რომელიც ქმნის დაუვიწყარ ხედს თქვენი ოთახის აივნიდან. არაჩვეულებრივი ხედი ერწყმის კავკასიონის მთების ფონს და ალაზნის ველის ლანდშაფტს. შემოგარენი გაჯერებულია მოცულობითი თავისუფალი სივრცის კონტრასტით და საქართველოსთვის დამახასიათებელი ველური ბუნებით. სასტუმრო ყურადღებას იპყრობს თავისი ეთნიკური სტილით, რომელიც სტუმრებს სთავაზობს მოგზაურობას ძველ საქართველოში. შატო დავითიანის არქიტექტურა შედგება ორიგინალური კოშკებისგან, რომლებიც ძველ ქართულ აივნებსა და ტერასებთან ერთად კარგად ერწყმის ლანდშაფტს და ტრადიციულ ექსტერიერს. შენობა შედგება სასტუმროს ნომრებისგან, ტერასებისგან, რესტორნისა და მარნისგან. ჩვენი სამზარეულო წარმოდგენილია ქართული და ევროპული კერძების მდიდარი არჩევანით, რომელიც უფრო ფართოდ გაგაცნობთ ქართულ კულტურას. ჩვენს მარანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ადგილწარმოშობის ღვინო, რომელიც მზადდება ქინძმარაულის მკაფიოდ განსაზღვრული მიკროზონის ყურძნისაგან, ქართული მეღვინეობის ტრადიციებით; როგორც კლასიკური, ასევე ქვევრის მეთოდებით. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ჯიშური თვისებების მქონე ღვინო: საფერავი, ქინძმარაული, რქაწითელი და კახური მწვანე. სტუმრებს ასევე ხელმისაწვდომია ქართული ღვინის დამზადების მასტერკლასები და მინი ტური შატო დავითიანის ღვინის ქარხანაში. სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ რეკრეაციული სივრცით, რომელიც წარმოდგენილია მუხნარით, საცურაო აუზით, ბარითა და ტრადიციული სამზარეულოს კუთხით (თონე, შუაცეცხლი, მწვადი). შატო დავითიანი გელოდებათ და გპირდებათ დაუვიწყარ დღეებს!

არჩევა

payment methods