სულ: მოიძებნა 1 შეთავაზება

სასტუმრო

მთის კურორტი "განთიადი"

150 / ერთი ღამე

ბორჯომი, სამცხე-ჯავახეთი, სოფელი ცემი, 1208

სასტუმრო - აღწერილობა

„მთის კურორტი განთიადი“ მდებარეობს ბორჯომის პარკიდან 11 კილომეტრში, ბაკურიანის მთის ფერდობზე, სოფელ ცემსა და ტბას შორის. განთავსებულია ბუნებრივ ტყეში და მიეკუთვნება საშუალო მთის კლიმატურ კურორტებს. ცემი განთქმულია ჟანგბადით გაჯერებული, განსაკუთრებულად სუფთა ჰაერით, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ორგანიზმის აღდგენით პროცესებს. კურორტი აერთიანებს 70-ნომრიან თანამედროვე სასტუმროსა და 4 ჰექტარ კერძო ტყე-პარკს. სასტუმროს აქვს ღია აუზი, საკონფერენციო დარბაზი, კალათბურთის მოედანი, საბავშვო ოთახი, ლაუნჯ-ბარი და რესტორანი. ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო ზონები და სარეკრეაციო დანიშნულების გასართობი სივრცეები. ეზოში ნახავთ როგორც ბუნებრივი ტყის მასივს, ასევე - ხელოვნურად კულტივირებულ ხეებსა და მცენარეებს. გარემო გათვლილია საოჯახო დასვენებისთვის, საქმიანი და სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის, ტურისტული ჯგუფებისთვის. ცემიდან ადვილად ხელმისაწვდომია სამცხე-ჯავახეთში მდებარე მრავალი საინტერესო ტურისტული მარშრუტი - მათ შორის ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, რაბათის ციხე, მწვანე მონასტერი, აბასთუმანი და სხვა.

არჩევა

payment methods