სულ: მოიძებნა 1 შეთავაზება

საოჯახო სასტუმრო

შატო ხარიტონა

60 / ერთი ღამე

გურჯაანი, კახეთი, სოფელი ვეჯინი, მე-3 ქუჩა #16

საოჯახო სასტუმრო - აღწერილობა

შატო ხარიტონა მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში ,კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში. შატო შევქმენით 2016-18 წლებში , ჩვენს საკუთარ ეზოში, რომლის საერთო ფართია 1040 კვ.მ. შატოს გახსნის თარიღია 2018 წლის 8 მაისი ,იმავე დღეს გაიმართა პირველი საინფორმაციო ტური.შატო წარმოადგენს ჩვენი ოჯახის საკუთრებას , მისი სახელწოდება მომდინარეობს ჩვენი გვარიდან - ხარიტონაშვილი. მეგობრები სწორედ ასე მოგვმართავენ - ხარიტონა. ჩვენი გვარის წარმომავლობა ვეჯინიდანაა, ჩვენც და ჩვენი წინაპრებიც ძირძველი ვეჯინელები გახლავართ. ყოველთვის ვიყავით დაკავებული სოფლის მეურნეობით, განსაკუთრებით კი მევენახეობითა და მეღვინეობით. 2003 წლიდან უფრო მასშტაბურად ვაგრძელებთ ტრადიციულ საქმიანობას . გვაქვს საკუთარი ხეხილის ბაღი და ვენახები, სადაც წარმოდგენილია ხეხილის მრავალი სახეობა , ვაზის სხვადასხვა ჯიში, როგორც საღვინე ,ასევე სუფრის. სწორედ ამ მრავალწლიან ტრადიციებზე და გამოცდილებაზე დაფუძნებით ვაწარმოებთ შავი და თეთრი ღვინის სხვადასხვა სახეობას და ჭაჭის არაყს . ასევე ვაწარმოებთ კახურ თათარას და ჩურჩხელას ნიგვზითა და თხილით. ხილის სხვადასხვა სახეობისგან - ჩირს, კომპოტებს, მურაბებს, ჯემებს და წვენებს. ვამზადებთ სხვადასხვა სახეობის მჟავეს და საწებელს . თონეში ვაცხობთ კახურ შოთებსა და ნაზუქებს .

არჩევა

payment methods