“არაგვისპირის მარანი” - მცხეთა- მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში მდებარე გასტრონომიული სივრცეა, რომელიც ერთდროულად საოჯახო სასტუმროსა და სამზარეულოს აერთიანებს. „არაგვისპირის მარანი“ ერთ სივრცეში მოქცეული პატარა საქართველოა, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველა უპირატესობა, სიკეთე და მადლია ჩატეული. Აქ მასპინძლებთან ერთად, ისტორიის გამზიარებელი თავად ღვინო და გასტრონომიაა, რომელიც წინასწარ დიდი სიფრთხილითა და რუდუნებითაა შერჩეული. Თავად გამწვანებული მოსასვენებელი გარემოც სტუმრებზეა მორგებული, მათ სიმშვიდესა და სრულ იდელიაში ყოფნას უზრუნველჰყოფს. თითოეული კერძი, ღვინო, მასტერკლასები და ტურები, რასაც მასპინძლები დამსვენებლებს სთავაზობენ, მთავარ იდეას იმეორებს და ქართული ტრადიციების თანამედროვე ხედვას წარმოადგენს. „არაგვისპირის მარნის“ მისია სწორედ ეს არის - ყველა სტუმარს სულ სხვა თვალით გააცნოს, დაამახსოვროს და შეაყვაროს საქართველო! Აქაურობის მთავარი ხიბლიც ხომ იმ ემოციებში, შეგრძნებებსა და განცდებშია, Რომელსაც ყველა დამსვენებელში ტოვებს.