Bolnisio Resort- ი მდებარეობს თბილისთან ახლოს 65 კმ.მანძილზე ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ,სოფელ რაჭისუბანში მდ.მაშავერის მახლობლად. კომფორტულ კოტეჯებში დასვენებასთან ერთად უძველესი ისტორიის მქონე ადგილების მონახულებას შეძლებთ. ძველი გერმანელთა უბნები და მათი ცხოვრების მრავალწლიანი კვალი , უძველესი ნამოსახლარები, მეგალითურ ციხე-სიმაგრეთა ნაშთები, შუასაუკუნეების ტაძრები. ყველაფერი ეს აუცილებლად სანახავია ბოლნისში.