ბუტიკ სასტუმრო " ბორჯომი ვერდე" მდებარეობს ბორჯომში, (ცენტრისგან სამანქანო გზით 3 კმ_ის დაშორებით, ხოლო ფეხით 1 კმ_ის დაშორებით ) ტყის პირას, მშვიდ,ლამაზ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. იშლება ულამაზესი მთის ხედები. განსაკუთრებული ხიბლი სწორედ იმაში მდგომარეობს,რომ ყველაფერი ტერიტორიაზე არის ხელნაკეთი ხის დეტალებით დატვირთული, რომელსაც მეპატრონე აკეთებს. ტერიტორიაზე არის ეზო, პატარა ბიო ბოსტანი , ღია და დახურული ვერანდა, საიდანაც იშლება პანორამული ხედი. სასტუმროს შეუძლია ჯამში უმასპინძლოს 12 სტუმარს.