სულ: მოიძებნა 2 შეთავაზება

ექსკურსია საქართველოში, ისტორიული ტური, მთის ტური

4 დღიანი შთამბეჭდავი ტური სვანეთში

440 / ერთ ადამიანზე

01/05/2024 - 31/08/2024
4 დღე
სვანეთი - მესტია
10 - 10
ლილე

ტურის არჩევა

საოჯახო სასტუმრო

საოჯახო სასტუმრო ლილე

90 / ერთი ღამე

მესტია, სვანეთი, სოფელი ბეჩო, დოლა-სვიფი

საოჯახო სასტუმრო - აღწერილობა

სასტუმრო “ლილე“ სვანეთის მაღალმთიან, უშბისძირას განფენილ სოფელ ბეჩოში მდებარეობს. ეს არის საოჯახო ტიპის დასასვენებელი სახლი ექვსი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ოთახით. ღია აივნებით, რომლებიც პირდაპირ გაჰყურებენ მწვერვალებს - უშბას, ლაკვრას და თოგორას.ნათელი მაღალჭერიანი ოთახის ფანჯრიდან გაღვიძებისთანავე ვინც მოგესალმებათ ეს იქნება უშბა! ☺ სახლი დგას დიდ, მწვანე ეზოში, რომელის ერთი ნაწილის გაგრძელება მწვანე და დაბურული ტყეა, სადაც შესაძლებელია სეირნობა. ეზოდან 100 მეტრის მანძილზე მოედინება მდინარე დოლრა, რომელიც სოფელ ბეჩოს შუაზე ყოფს და მის ორივე მხარეს სიგრილით და სასიამოვნო სინოტივით უზრუნველყოფს ზაფხულის პაპანაქებაშიც. სასტუმროდან სამ კილომეტრში მდებარეობს ტურისტებისთვის მიმზიდველი მეზურის მთა, ხოლო 6 კილომეტრში ჩანჩქერი შდუგვრა. სახლი, სადაც სასტუმროა განთავსებული, მდებარეობს ცენტრალური მაგისტრალიდან 500 მეტროში, გზის პირზე და ხელსაყრელია ტრანსპორტირების თვალსაზრისით. მანძილი მესტიამდე - 18 კმ. ხოლო უშგულამდე - 80 კმ. დასვენების მსურველს აქ დახვდება შინაურული და მყუდრო გარემო. სურვილის შემთხვევაში სვანურ ტრადიციებე, კულტურაზე და წეს- ჩვეულებებზე ამბების მოსმენის შესაძლებლობა. შესაძლებელი იქნება აგრეთვე სვანური კერძების დაგემოვნება და სურვილის შემთხვევაში მათი მომზადების პროცესში ჩართვაც. სახლის დიდ, ნათელ ოთახში მოწყობილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, სადაც შეგეძლებათ, განმარტოვდეთ წიგნებთან.

არჩევა

payment methods