სასტუმრო „ბლექ სი სთარ"-ი მდებარეობს ძველი ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, შავი ზღვის სანაპიროსთან. სასტუმროს ადგილმდებაორება უნიკალურია, ირგვლივ მრავალფეროვანი არჩევანია ცნობილი რესტორნებისა და კაფეების. აქვეა კინოთეატრი, ბათუმის დრამატული თეატრი, უძველესი არქიტექტურული ნიმუშები, საკათედრო ტაძარი, უამრავი სავაჭრო თუ გასართობი ობიექტი. „ბლექ სი სთარი"-ი მდებარეობს ბათუმის აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე, ბათუმი ცენტრალი (რკინიგზის სადგურიდან) 3 კმ-ში, შავი ზღვისა და ბულვარიდან კი მხოლოდ 600 მ-ში. ახლად აშენებული სასტუმრო „ბლექ სი სთარი"-ი თავისი მყუდრო და ნათელ ოთახებით, აივნებით, ტერასით, ხედებით ძველ ბათუმზე, გასართობი და მოსასვენებელი ფოიეთი, უახლესი ავეჯით, ულტრა თანამედროვე აპარატურითა და მაღალ კვალიფიცირბული თანამშრომლებით დაუვიწყარ დასვენებას გთავაზობთ