სასტუმრო 'კობეს მარანი' მდებარეობს კახეთში, ქალაქ თელავიდან 25 კილომეტრში, ულამაზეს სოფელ ართანაში. კავკასიონის ქედიდან დაშვებული მდინარე დიდხევი, რომელიც ცნობილია განსაკუთრებული კალმახით, პირველი სწორედ სოფელ ართანაში ჩამოედინება. სასტუმრო-კომპლექსი 'კობეს მარანი' დაფუძნებულია ნატურალური კონცეფციის იდეაზე. საკვები პროდუქტი რომელიც გამოიყენება სასტუმროს სამზარეულოში წარმოებულია საკუთარ მეურნეობაში და ფერმაში. სასტუმრო კომპლექსი 2020 წლის აგვისტოდან მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ დამსვენებლებს.