ტანას და თეძამის ხეობების დაცულ ლანდშაფტზე არსებული გამაჯანსაღებელი კურორტი.
ტანას და თეძამის ხეობების დაცულ ლანდშაფტზე არსებული გამაჯანსაღებელი კურორტი.
ზღაპრული ხედები, ტყის სურნელი და მყუდრო გარემო ,,შატო მახუნცეთი'', პატარა სამოთხე.
სასტუმრო სპილოს ოჯახი მდებარეობს კურორტ ცემში. სულ არის ხის 5 ორსართულიანი კოტეჯი. კოტეჯები შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და დგას ნაძვნარში. კოტეჯები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით და ინვენტარით.
გლემპინგი ყუროზე არის ბანაკის ტიპის, ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დასარჩენი ადგილი, სადაც დამატებულია ყველა საჭირო აღჭურვილობა კომფორტული დასვენებისთვის. აქ ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ბუნება და კომფორტი. მდებარეობს ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში. თითოში შესაძლებელია მაქსიმუმ სამი ადამიანის განთავსება. (მესამე საწოლი არის გასაშლელი დივანი)
სასტუმრო "სეროდანი" მდებარეობს კახეთში, კონკრეტულად, თელავის მუნიციპალიტეტ სოფელ შალაურში. თელავიდან ორი-სამი კილომეტრის დაშორებით. სასტუმრო განთავსებულია ულამაზეს ლანდშაფტზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის არაჩვეულებრივი ხედით. ტერიტორიაზე განთავსებულია 6 კოტეჯური ტიპის შენობა. შენობები აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით. არსებული 6 კოტეჯიდან, 4 კოტეჯი 4 პერსონაზეა გათვლილი. 2 კოტეჯი გათვლილია ორ პერსონაზე. ჯამურად სტანდარტული საწოლების გათვალისწინებით, შესაძლებელია განთავსდეს 20 პერსონა.
წყალტუბო ეპიკ დასასვენებელი და სამოგზაურო კომპანიის მთავარი მიმართულებებია ტურისტებისთვის მაღალი დონის, ხარისხიანი დასვენების შეთავაზება სასტუმრო კომპლექსში "წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა" და მრავალფეროვანი ტურების ორგანიზება. სასტუმრო კომპლექსი "წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა"-ს სერვისები: 26 ნომრიანი სასტუმრო; ულტრათანამედროვე სისტემებით და ფრანგული წარმოების 3D საფარით აღჭურვილი თბილი წყლის აუზი; ცხელი წყლის ჯაკუზები და სხვადასხვა ტიპის საუნა; ღია (ტერასული ტიპის) და დახურული რესტორანი; სწრაფი კვება ქართული კერძებით; ღია ტიპის ქართული სამზარეულო კულინარიული მასტერკლასებისთვის; ქართული ღვინის მუზეუმი და ღვინის სადეგუსტაციო სივრცე; ნავით გასეირნება პრომეთეს ხეობაში; ღვინის მაღაზია; სუვენირების მაღაზია;
ეკომეგობრული სოფელი მდებარეობს კახეთში, მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ, თბილისიდან 1.5-2სთ-ის სავალ გზაზე.კომპლექსი მდებარეობს ბუნების წიაღში და აერთიანებს ათ კოტეჯს, რესტორანს და ვერანდას, სადაც შეგიძლიად დაუვიწყარი დროის გატარება საყვარელ ადამიანებთან ერთად.გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის და ხორც-პროდუქტების ადგილობრივი წარმოება, რათა ისიამოვნოთ უგემრიელესი კერძებით საოცარი ხედებისს ფონზე
სასტუმრო ,,მოგზაური,, მდებარეობს სიღნაღში, ბარათაშვილის 26 ნომერში, ცენტრალურ ქუჩაზე. აქვს ულამაზესი ხედი მთელს სიღნაღზე. სასტუმროს აქვს რესტორანი, აუზი და მარანი გაერთიანებულ ტერიტორიაზე. მთლიანობაში 9 ნომერი გვაქვს, ყველა ინდივიდუალური აბაზანა-ტუალეტით, ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით და ერთჯერადი ნივთებით.
სასტუმრო მდებარეობს შუაგულ კახეთში კერძოდ გურჯაანში. ულამაზესი კავკასიონის და ალაზნის ხედებით. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთის და ალაზნის ველის მიჯნაზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 122 კმ-ში.
ეკო სოფელი ტყეში, ველურ ბუნებაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩვენთან მოსვლა სოფელ გურგენიანის მხრიდან შეგიძლიათ. ადგილზე განთავსებულია 10 ულამაზესი ეკო კოტეჯი, სადაც ერთდროულად შესაძლებელია 30 დამსვენებლის განთავსება. სპა - ცხელი ჯაკუზი,ფინური და ორთქლის საუნები თქვენს დასვენებას დაუვიწყარ მოგონებებად აქცევს! რესტორანი უგემრიელეს, ნატურალურ, სახლურად დამზადებულ კერძებს გთავაზობთ. ეკოლოგიურად სუფთა სოფელი, საუკეთესო გამოსავალია ბუნების წიაღში განსატვირთად. ეს არის ადგილი, სადაც თქვენს თვალწინ იშლება ნინოსხევის ულამაზესი ხედები და აღმოჩნდებით წიფლისა და რცხილას ტყეში, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება. გვესტუმრე, შეიგრძენი ველური ბუნების თავისებურებები! აღმოაჩინე ლაგოდეხი!