ქართული სახლი პირველი მაღალი კლასის კომპლექსური ტიპის რესტორანია, რომელიც სტუმრებს სთავაზობს მუდმივად გემრიელ კერძებსა და სასიამოვნო გარემოს. ქართული სახლის სტუმარს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის დარბაზით:
• ცენტრალური პრესტიჟ დარბაზი,
• ვიაიპი აპარტამენტი,
• ტიფლისის დარბაზი,
• ინდივიდუალური აპარტამენტები (კუპე),
• ვერანდა
• ხელოვნური ქუჩა და ეზო
ქართული სახლის მუშაობის წარმატება განპირობებულია პროფესიონალი სამუშაო გუნდით, რომლის კვალიფიკაციის ამაღლებაში მუდმივად ზრუნავს ქართული სახლი. მომსახურე პერსონალი ორიენტირებულია მომხმარებლებზე და მათთან დიალოგებითა და თბილი დამოკიდებულებით იქმნება განსაკუთრებული კომფორტი, ისეთი, როგორსაც მასპინძელი უქმნის საკუთარ სტუმარს.
ქართული სახლი არა მხოლოდ მასპინძლობს სტუმარს, არამედ მომსახურების უმაღლესი დონით უქმნის თბილ და კომფორტულ გარემოს, ამით მომხმარებელი თავს გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და იმუხტება დადებითი და თბილი ემოციებით.
ყველა სტუმარი თავის მხრივ განუმეორებელი და უნიკალურია. ქართული სახლი ყველას ინდივიდუალურად ემსახურება და მათ წინაშე გრძნობს მასპინძლის მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას.
„მე ვიპოვე ჩემი ქართული სახლი“