ძიება

პოპულარული რესტორნები

რესტორანი მეამა   

რესტორანი
12:00 - 23:00
სამზარეულო: ქართული, ევროპული, შერეული
ძმები ზდანევიჩების ქ. 8, თბილისი, თბილისი რეგიონი    -    იხილეთ რუქაზე

მე-19 საუკუნის თბილისის ბოჰემურ ცხოვრებაზე ბევრი თქმულა და დაწერილა , ძველი მეიდანი ერთ-ერთი კოლორიტული უბანი იყო თავის დუქნებით. აქედან მარაგდებოდა თბილისის ბაზრები ბაღჩეულ-ბოსტნეულით, ყოველ სისხამ დილით გოდორაკიდებული ვირებით რომ მოჰქონდათ. დუქნებსა და დახლებზე იყიდებოდა ძველ ტიფლისში დაჭერილი და "ტიფლისურად მოხარშული" თევზეული. თბილისის დუქნებში შედიოდნენ ყველა ფენის ადამიანები, ხელადით ღვინოს მოითხოვდნენ, დასხდებოდნენ და შეექცეოდნენ ძველ ტრადიციულ კერძებს - ჩიხირთმა, ჭახრაკინა, შქმერული, საქონლის იახნი ღომით, ორაგული კენკრის ისრიმით, კორკოტი, ფელამუში. სუფრის კოლორიტს კი წარმოადგენდა ციკანი ტოლმით და თეთრი ღვინის სოუსით. მდინარის კალმახი ლიმონით. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისური დუქნები და "ორთაჭალის რომანტიზმი" შეცვალა ტრაქტირებმა, რომელიც ძირითადად გახსნილი იყო სასტუმროებში. აქ ევროპულად გაზრდილი თბილისელები და უცხოელი სტუმრები ევროპულ კერძებს აგემოვნებდნენ. მას მერე გავიდა საუკუნე და ცოტა მეტი , 21 საუკუნის თბილისი კი კვლავ მასპინძლობს უამრავ უცხოელ სტუმარს, ხოლო ძველი ტიფლისის ერთ-ერთ მყუდრო ქუჩაზე ,ბინა დაიდო რესტორანმა ,,მეამა,, , რომელმაც უნიკალური ქართული კერძები გააცოცხლა და იმდროინდელი სურნელი დაატრიალა ძმები ზდანევიჩების ქუჩაზე. ,,მეამაში,, უნიკალური რეცეპტები ნატურალური პროდუქტების გამოყენებით ცოცხლდება. უნიკალური სამზარეულო , მყუდრო-აუთენტური გარემო , ქართველი მასპინძლის შესატყვისი მომსახურება და გემოვნებიანი ქართული ჰანგები სწორედ ამ ოთხი ელემენტის მონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართულ სუფრას ,,მ ე ა მ ა შ ი ,,

მენიუ

  • წასახემსებლები
  • ცივი კერძები
  • წვნიანები
  • ცომეული
  • ძირითადი კერძები
  • ეთნო
  • გარნირები
  • საწებელი
  • დესერტები

დამატებითი ინფორმაცია

  • სამუშაო საათები: 12:00 - 23:00
  • სამზარეულო: ქართული, ევროპული, შერეული
  • პლასტიკური ბარეთებით გადახდა: კი
  • უფასო Wifi: კი
  • ტერასა: კი
  • მიტანის სერვისი: კი
  • ცოცხალი მუსიკა: არა
  • საკონტაქტო ნომერი: +995 558 31 11 33
  • დაჯავშნა:
  • ელ.ფოსტა:
  • ვებ გვერდი: https://www.facebook.com/RestaurantMeama/

შეფასება
- არა ავტორიზებული მომხმარებელი -

შეტყობინების გაგზავნა
- არა ავტორიზებული მომხმარებელი -

64x64