ძიება

2 ტონა • 2 Tons   

რესტორანი, ლუდის რესტორანი
10:00 - 0:00
სამზარეულო: ქართული, ევროპული, შერეული
ახმეტელის მიმდებარედ, გობრონიძის #10, თბილისი, თბილისი რეგიონი    -    რუქაზე ჩვენება

ჩვენ ვქმნით კრაფტ ლუდის სამყაროს – კრეატიულობა ყოველ წვეთში ჩვენი კომპანია საქართველოში კრაფტ ლუდის წარმოების ამაყი პიონერია. ჩვენ თქვენთვის პატარა ლუდის სამყაროს ვქმნით, სადაც ლუდის ხარშვა ხელოვნებაა, ხოლო ლუდი კი - შედევრი. ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ და გავამრავალფეროვნოთ ლუდის აღქმის და დაგემოვნების გზები. ჩვენი მიზანია გავხადოთ ადამიანები ისეთივე აღტაცებულები კრაფტ ლუდით, როგორც ჩვენ ვართ. ჩვენ გემოს, მონდომებასა და ოსტატობას თქვენს კათხებში დავაბრუნებთ. ახალი კრეატიული სამხარშაოები და რადიკალური არომატები ლუდის ხანის აღორძინების ფუძეა. ლუდსახარშ-რესტორანი „2 ტონა“ 2017 წელს დაარსდა, სწორედ მაშინ, როდესაც ქართულ ბაზარზე ამის მოთხოვნა გაჩნდა. იგი დედაქალაქის გარე უბანში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარეობს. ადგილმდებარეობა ბიზნეს კონცეფციიდან გამომდინარე სტრატეგიულად და მიზან-მიმართულად იქნა შერჩეული. პროექტის წარმატებულობიდან გამომდინარე, 2019 წელს კომპანიამ გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე კიდევ ერთი „2 ტონა“ დაარსა, შედარებით დიდი მოცულობის ლუდსახარში დანადგარებით. როდესაც ტრადიცია ერწყმის ცნობისმოყვარეობას „2 ტონა“ კრაფტ ლუდის პირველი სამხარშაო-რესტორანია თბილისში. აქ მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ დაესწრონ კრაფტ ლუდის ხარშვის პროცესებს, დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ლუდი და, რაც მთავარია, სწორედ შერჩეულ კერძებთან ერთად შეიგრძნონ საკვებისა და ლუდის იდეალური სინთეზი. ამაში კი, ჩვენი კარგად განსწავლული თანამშრომლები დაგეხმარებიან. ჩვენთან აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ხარისხიან პროდუქტზე არის გაკეთებული, რადგან ეს ყოველივე არაჩვეულებრივ კომბინაციას ახდენს კრაფტ ლუდთან მიმართებაში. ამერიკულ-ქართულ ვინტაჟური ვიზუალის და სტილისტიკის მქონე გარემო, თქვენ კრაფტ ლუდის მრავალფეროვან და უსასრულო სამყაროში მოგახვედრებთ, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა და შექმნილია მხოლოდ თქვენთვის. მეტი არჩევანი და უკეთესი გემოები - ამისათვის ჭიქის აწევა ღირს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კრაფტ ლუდსახრშ-რესტორან „2 ტონის“ სამყაროში.

დამატებითი ინფორმაცია

  • სამუშაო საათები: 10:00 - 0:00
  • სამზარეულო: ქართული, ევროპული, შერეული
  • პლასტიკური ბარეთებით გადახდა: კი
  • უფასო Wifi: კი
  • ტერასა: არა
  • მიტანის სერვისი: არა
  • ცოცხალი მუსიკა: არა
  • საკონტაქტო ნომერი: 599220900
  • დაჯავშნა:
  • ელ.ფოსტა: info@2tons.ge
  • ვებ გვერდი: https://www.facebook.com/pg/2tona

დაჯავშნისთვის გაიარეთ ავტორიზაცია

შეტყობინების გაგზავნა
- არა ავტორიზებული მომხმარებელი -

64x64