ძიება

პურის სახლი   

რესტორანი
12:00 - 1:00
სამზარეულო: ქართული
ვახტანგ გორგასლის ქუჩა 7, თბილისი, თბილისი რეგიონი    -    რუქაზე ჩვენება

რესტორანი პურის სახლი ხასიათდება საკმაოდ გამორჩეული და საინტერესო ინტერიერით და მოიცავს სამ დარბაზს ("სათონე", "სალონური" და "სათავადო"). ეს ქართული ტრადიციული რესტორანია ნაციონალური სამზარეულოთი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ განსაკუთრებული ქართული კერძები და თონეში გამომცხვარი უგემრიელესი პური. შეაბიჯებთ თუ არა რესტორან პურის სახლში, "სათონეში" აღმოჩნდებით, სადაც თქვენს თვალწინ აცხობენ გრძელ კახურ შოთსა და მრგვალ თხელ მადაურს. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერ სტუმარს ეძლევა საშუალება, თავად მიიღოს მონაწილეობა ცხობაში და დააგემოვნოს საკუთარი ხელით გამომცხვარი პური. თონეშივე ამზადებენ ლეჩხუმურ ლობიანსა და ხაჭაპურს. "სათავადოში" თქვენ საშუალება გეძლევათ დააგემოვნოთ ღუმელში გამომცხვარი ნეკნები ტკბილ-მჟავე სოუსით, რომელსაც შეფ-მზარეული თავადვე მოგართმევთ. ყოველ საღამოს დარბაზებში ცოცხალი შესრულებით ქართული მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი. ზაფხულში შეგიძლიათ ტერასაზე დასხდეთ, დააგემოვნოთ ქართული ღვინო და დატკბეთ ძველი თბილისის ულამაზესი ხედებით.რესტორანში სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ "ქართული სუფრის საგანძური"-ს მენიუს გამორჩეული კერძები. აღნიშნული მენიუ უნიკალურია და მასზე მუშაობა m|group-მა 2010 წელს დაიწყო, რათა მომავალი თაობისთვის შემოენახა ქართული კერძების უძველესი რეცეპტები და მომზადების წესები. შედეგად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები უხუცესებისგან საექსპედიციო ჯგუფმა მოახერხა 150-მდე რეცეპტის მოძიება და მათგან 50 კერძის დაგემოვნება ჩვენს რესტორნების ქსელშია შესაძლებელი.გარდა ამისა, რესტორანი სტუმრებს დამატებით სთავაზობს განსაკუთრებულ მენიუს - "გურმანთათვის", რომელიც დამზადებულია გურმანების საყვარელი განსხვავებული ინგრედიენტებისგან.ღვინის დაყენების ანტიკურ საფუძვლებს, ჭაჭა-კლერტზე დავარგების ქართულ მეთოდს ჯერ კიდევ 8,000 წლის წინ, მსოფლიო პირველ პრეცენდენტად აღიარებს. მცირე ზომის ღვინის მარნები ძირითადად ქარვისფერ, ორგანულ თუ ნატურალურ ღვინოებს აწარმოებენ, რაც ახალი სიტყვაა მსოფლიო მეღვინეობაში. 520-ზე მეტი საღვინე ჯიშის ყურძენი, უნიკალური არომატით, და ინდივიდუალური წარმოების ტექნიკა მთელ მსოფლიოში ქართული ტრადიციული ტექნოლოგიითაა ცნობილი. პურის სახლში შეგიძლიათ რესტორნის პატარა მარანსაც ესტუმროთ, სადაც წარმოდგენილია ამ ქართული ტრადიციული სასმელის მცირე არჩევანი.

დამატებითი ინფორმაცია

  • სამუშაო საათები: 12:00 - 1:00
  • სამზარეულო: ქართული
  • პლასტიკური ბარეთებით გადახდა: კი
  • უფასო Wifi: კი
  • ტერასა: კი
  • მიტანის სერვისი: არა
  • ცოცხალი მუსიკა: არა
  • საკონტაქტო ნომერი: +995 32 2 30 30 30
  • დაჯავშნა:
  • ელ.ფოსტა: breadhouse@mgroup.ge
  • ვებ გვერდი: http://www.mgroup.ge/

დაჯავშნისთვის გაიარეთ ავტორიზაცია

შეტყობინების გაგზავნა
- არა ავტორიზებული მომხმარებელი -

64x64