ძიება

პოპულარული რესტორნები

სამი საუკუნე

რესტორანი

10:00 - 0:00
სამზარეულო: ევროპული, ქართული, შერეული
გულუას ქუჩა 12, 0101, თბილისი, თბილისი რეგიონი    -    იხილეთ რუქაზე

რესტორანი „სამი საუკუნე“ 10 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სარესტორნო სფეროში. ის მდებარეობს თბილისის ულამაზეს უბანში - ორთაჭალაში, რითაც ყოველთვის ექცევა ტურისტების ყურადღების ცენტრში. რესტორნის სახელწოდება პირდაპირ კავშირშია მის ინტერიერთან. აქ სტუმრობისას დაგხვდებათ სხვადასხვა საუკუნის (XIX, XX და XXI) შესაბამისი დიზაინით გაფორმებული ულამაზესი დარბაზები. რესტორანი აღჭურვილია უახლესი დანადგარებით და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით.

„სამი საუკუნე“ ცნობილია, როგორც მაღალი კლასის რესტორანი, რაც განაპირობა წლების გამოცდილებამ და მომხმარებლის უმაღლესმა შეფასებამ. რესტორანს შეუძლია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურება საქორწილო, საბანკეტო, კორპორატიულ და სხვა სახის წვეულებებზე; ასევე ფურშეტებზე, როგოც რესტორანში ისე გასვლითი მომსახურებით. რესტორანს შეუძლია გაუმასპინძლდეს 450-მდე სტუმარს.

„სამი საუკუნე“ გამოირჩევა გასართობი პროგრამითაც. ყოველ საღამოს, იმართება კონცერტები ქართული (ქალაქური და საესტრადო) და უცხოური რეპერტუარით. მხოლოდ აქ შეგიძიათ მოუსმინოთ პოპულარულ დუეტს - გიორგი წერეთელი და ლოლა. ასევე ექსკლუზიურად „სამ საუკუნეში“ იხილავთ განუმეორებელი „შოუ ბალეტი“-ს ცეკვებს, რომლებიც დაუვიწყარს გახდის თქვენს საღამოს.

ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ყველა ერთგულ სტუმარს და გელით ყოველ დღე.

რესტორანი „სამი საუკუნე“ - ჩვენ ვზრუნავთ თქვენს განწყობაზე!

partner logo

დამატებითი ინფორმაცია

  • სამუშაო საათები: 10:00 - 0:00
  • სამზარეულო: ევროპული, ქართული, შერეული
  • პლასტიკური ბარეთებით გადახდა: კი
  • უფასო Wifi: კი
  • ტერასა: კი
  • მიტანის სერვისი: კი
  • ცოცხალი მუსიკა: კი

შეფასება
- არა ავტორიზებული მომხმარებელი -

შეტყობინების გაგზავნა
- არა ავტორიზებული მომხმარებელი -

64x64
payment methods