საკურას ისტორია 18 წელს ითვლის… თბილისისთვის ჯერ კიდევ უცხო გემო იყო სუში, ტკბილ-მწარე სოუსი, ლაფშა და სხვა აზიური კერძები, როცა “საკურა” გაიხსნა… გაცნობისთანავე შეიყვარა საზოგადოებას ეს უცხო არომატები… თანდათან აზიური და იაპონური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახდა ქალაქში…
“საკურაში” არა მხოლოდ სუშის მოყვარულებს შეუძლიათ იპოვონ მყუდრო და გემრიელი გარემო… არა, აქ სრულიად აზიური სამზარეულოს საოცრებებია თავმოყრილი. მაინც რა არის “საკურას” ამდენწლიანი წარმატების საიდუმლო ?
პირველ რიგში უმაღლესი ხარისხის, რა თქმა უნდა გაუყინავი და Fresh, საგულდაგულოდ შერჩეული პროდუქტები. რომლებიც შეუდარებელი ოსტატობით, გემოს იდეალური შეხამებით და გიორგის (“საკურას” მთავარი შეფის) ხელმძღვანელობით, საოცარ კერძად გარდაიქმნება….
მეორე საიდუმლო – მომსახურებაა…
იდეალური. ისეთი, რომ პირველივე სტუმრობისას შეგაყვარებს გარემოს.
მესამე – კომფორტი…
თქვენზე მორგებული მომსახურებით! თუ დრო არ გაქვთ მოსასვლელად, მიტანის უსწრაფესი სერვისით გემსახურებით… ასე რომ, თუ ჯერ არ ყოფილხარ…. მოდი, ყველაზე ახლოს ამომავალი მზის ქვეყანასთან!